ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა


image

გარდაიცვალა პედიატრი ნანა ნარეკლიშვილი. სამწუხარო ინფორმაციას თბილისის პედიატრიული “პრივატ კლინიკა” ავრცელებს.

“თბილისის პედიატრიული “პრივატ კლინიკა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პედიატრ ნანა ნარეკლიშვილის გარდაცვალების გამო.

ქალბატონი ნანა მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს საავადმყოფოს, როგორც მაღალი პროფესიონალიზმის, დიდი პასუხისმგებლობისა და ადამიანური სითბოს მქონე ექიმი.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის, პაციენტებისთვის და მთელი სამედიცინო საზოგადოებისთვის. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

პანაშვიდი: კვირა და ორშაბათი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წილკანი.

გამოსვენება: სამშაბათს, 14:00 საათზე, სოფელ წილკანში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაშ.





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
რეკლამა