“მკიდია მადლობები - მთავარია ეს კაცი საქმით რას აკეთებს…” - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ ჭყონიაზე


image

"მკიდია მადლობები. მთავარია ეს კაცი საქმით რას აკეთებს. ამ კომპანიამ გადაგვარჩინა დახურვას. დღემდე აფინანსებს გადაცემებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არხს სჭირდება არსებობისთვის და არა მას", - წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შესახებ, რომელიც ოპოზიციონერმა აქტივისტებმა, საქართველოს ხელისუფლებისთვის მადლობის გადახდის გამო გააკრიტიკეს.

ჟორჟოლიანის თქმით, ოპოზიციონერები, პატარა ფეხის გადაბრუნებაზე "სახეს ახევენ" ყველას. მისივე განცხადებით, ამ ქვეყანაში სულ რამდენიმე ბედავს პროტესტის მონაწილეებისკენ ყოფნას, მათ შორისაა თემურ ჭყონია, რომელიც თუ გადაწყვეტს "ტვ პირველიდან" და "ფორმულადან" გასვლას, დღევანდელი ფინანსური მონაცემებით, ორივე არხი დაიხურება.

"თოფურიაზე გაბრაზებული იყო ქოცი. (ოპოზიციის მხარდაჭერის გამო) გამოვიდნენ ირაკლი კობახიძე, კალაძე და ბოლომდე შეიზილესთბილისში ჩამოსული ჩემპიონი. გაბრაზებული იყვნენ ბუდუზე. ეგეც ბოლომდე შეიზილეს. ქოჩორაზეც, მაგრამ გასახდელში შესულები პირველი მას ესალმებოდნენ. რას ვშვებით ჩვენ? პატარა ფეხის გადაბრუნებაზე სახეს ვახევთ ყველას. ამ ქვეყანაში სულ რამდენიმე ბედავს "ჩვენსკენ" იყოს და მათაც არ ვირგებთ. "კოკა-კოლა" ვერ წყვეტს "იმედში" ფული ჩაასხას თუ არა. ეს კომპანია ჭყონიას დუქანი არაა. მაგრამ სამაგიეროდ აძლევს ყველა ოპო არხს, რომ ფეხზე იდგნენ და ბოლომდე არ ჩაბნელდეს ამ ქვეყანაში. რამდენი ბედავს იგივეს? 4 მსხვილი ბიზნესმენი მახსენდება მხოლოდ. ჩვენ რას ვშვრებით? პატარა ფეხის გადაბრუნებაზე სახეს ვაცლით. ეგრე გააგრძელეთ, რამდენი დარჩებით დაგთვლით. მკიდია მადლობები. მთავარია ეს კაცი საქმით რას აკეთებს. ამ კომპანიამ გადაგვარჩინა დახურვას. დღემდე აფინანსებს გადაცემებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არხს სჭირდება არსებობისთვის და არა მას. რომ გავიდეს "ტვ პირველიდან" და "ფორმულადან", დღევანდელი ფინანსური მონაცემებით ორივე დაიხურება. ჩემთვის ესაა მთავარი, დანარჩენი ქაოსური ბრაზია, რომელიც მხოლოდ გვაზარალებს", - წერს ნანა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.


წყარო: palitravideo.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
მიცვალებულთა მოხსენიების დღეები აპრილსა და მაისში
ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?
,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება
რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?
„ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი" - ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რეკლამა