"ბოროტი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ვარ შურისმაძიებელი, ჰოდა, გეფიცებით, ცხვირში ძმრად ამოგადენთ ნინიას დაჩაგვრის მცდელობას" - დათო გორგილაძე
15 წელია მე და ნინია ერთად ვართ.ალბათ ყველაზე მამაცი, გონიერი და პრინციპული ადამიანია, ვისაც შევხვედრივარ.მას ჩემი დახმარება დიდად არაფერში სჭირდება, მაგრამ მე ჩემსას ვიტყვი:როცა მე მლანძღავენ, უსამართლოდ მექცევიან და მემუქრებიან, ხშირად არ ვპასუხობ ხოლმე. აგერ, ერთი წლის წინ მეც გამომაგდეს პირველი არხიდან.
ხმა არ ამომიღია, სიამაყემ არ გამიშვა, მეთქი განაწყენებული ტიპის პოზიციიდან გამოჩნდება.ბოროტი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ვარ შურისმაძიებელი (როცა ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ეხება საქმე) და კარგი მახსოვრობა მაქვს.
ჰოდა, გეფიცებით, ცხვირში ძმრად ამოგადენთ ნინიას დაჩაგვრის მცდელობას - ყველას, ვინც ეს მოინდომა და ასევე იმ ლაჩარ, ფლიდ მოხელეებს, მეგობრებად რომ იწოდებოდით, ახლა პირად მიმოწერებში სახეს იხოკავთ და საჯაროდ ჩასვრილები ხართ.
შეგახსენებთ,"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების" დირექტორს, ნინია მაჭარაშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს - ამის შესახებ მაჭარაშვილის ქმარმა, დათო გორგილაძემ სოციალურ ქსელში დაწერა..
წყარო: palitravideo.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (0)