sitename
» » მიხეილ სააკაშვილი : ტრამს მე ვურჩიე, რომ ხელახლა ეყარა კენჭი პრეზიდენტობაზე
Предложить новость
მიხეილ სააკაშვილი : ტრამს მე ვურჩიე, რომ ხელახლა ეყარა კენჭი პრეზიდენტობაზე





მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა მას პრეზიდენტად ხელახლა კენჭისყრაზე აზრი ჰკითხა;
"2013 წელს, უკვე პრეზიდენტობის შემდეგ, ნიუ იორკში ვიყავი, როცა მაიკლ კოენმა დამირეკა და მითხრა, შენთან დონალდს სურს დალაპარაკებაო და გადასცა მას ყურმილი.
მკითხა, სად ხარო. ვუთხარი, რომ ნიუ იორკში ვიყავი, თუ გინდა მესტუმრე-მეთქი. დამპირდა, რომ გამომივლიდა უილიამსბურგში, თანაც მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე: ხომ იცი ამის შესახებ ჩემი აზრი, ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო.
ცოტა იხტიბარ გატეხილმა მიპასუხა: - რა ვიცი, ჩემ გარშემო არავის არ სჯერა, რომ მაქვს შანსები. გავამხნევე, არ დაუჯერო-მეთქი. და მერე მაიკლს გადაულაპარაკა, ხომ ხედავ, ხომ გეუბნებოდი, მიშაც ამბობს, რომ მაქვს შანსებიო."
шаблоны для dle 11.2



მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
კომენტარები (0)