ამ წუთებში ისანში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - 10-მდე ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა
ადგილზე მყოფი დამკვირვებლები "პირველებს" უყვებიან, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც თავს დამკვირვებლებად ასაღებენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს რომ რამდენიმე კაცი ხელკეტებით გადადგილდებიან.
ამასთან, ინციდენტის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.
ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ უბანზე ხმის მისაცემად მივიდა.
წყარო: tvpirveli.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (0)