sitename
» » “კესარიას გასვენებაზე ვიყავით მე და ჩემი მეგობრები, რამდენად მძიმე იყო მთლიანი პროცესია, ეგ სხვა საკითხია. უბრალოდ, ერთი ამბავი მთელი დღეა მოჩვენებასავით დამდევს და არ მასვენებს."
Предложить новость
“კესარიას გასვენებაზე ვიყავით მე და ჩემი მეგობრები, რამდენად მძიმე იყო მთლიანი პროცესია, ეგ სხვა საკითხია. უბრალოდ, ერთი ამბავი მთელი დღეა მოჩვენებასავით დამდევს და არ მასვენებს.

სოციალურ ქსელში გვერდი Your Page ∆ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :

კესარიას გასვენებაზე ვიყავით მე და ჩემი მეგობრები.

რამდენად მძიმე იყო მთლიანი პროცესია, ეგ სხვა საკითხია.

უბრალოდ, ერთი ამბავი მთელი დღეა მოჩვენებასავით დამდევს და არ მასვენებს.

ფეხით რომ გამოვაცილეთ სასაფლაოსკენ, მანქანაში ვისხედით და შემაღლებულ ადგილზე 4 ბიჭი შევნიშნე, 15-17 წლის ასაკისა იქნებოდნენ ოთხივენი.
იდგნენ, ხელებს იშვერდნენ პროცესიაში მონაწილე ხალხისკენ, იკრიჭებოდნენ და უხამსად იქცეოდნენ, ერთმანეთს ასკდებოდნენ.

მთელი დღეა ვფიქრობ და ვერ ვიგებ რანაირად შეიძლება ამდენად არაადამიანი იყო, რომ შვილმკვდარ დედას თავზე დაჰყურებდე და საცირკო წარმოდგენას დგამდე. ვერ ვიგებ განა რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირად ცხოვრებას, რომ მისმა სიკვდილმაც ვერ გაგაჩეროს შენი მახინჯი ვნებების ამოსარწყევად.
ამიტომ არ არის კესარიას მკვლელი ერთი ადამიანი, ამიტომ კლავს ტრანსგენდერ ქალებს კოლექტიური და არა ინდივიდუალური ცნობიერება.

იმ ბიჭებს ამ ქცევის გამო არავინ მოკლავს, საყვედურსაც არავინ ეტყვის, სხვებს კი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოკლავენ, რომ ის გზა აირჩიეს, რომელიც მთელი მათ იდენტობას გამოხატავს. ეგეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ — ტრანსგენდერობა უფრო დიდი ცოდვა რომ არის, ვიდრე ადამიანის უბედურებაზე ქილიკი ან თავად ამ უბედურების შემოქმედება.
©️Mate Baghashvili

шаблоны для dle 11.2
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს

წაიკითხეთ ასსევე
“მე და დედაჩემმა ქობულეთში გადავწყვიტეთ დასვენება, ბინა ძლივს ვიშოვეთ, მაგრამ ნეტა მხოლოდ ბინა ყოფილიყო… ერთი შავებში ჩაცმული ქალი აქირავებდა, უცნაურობა ის იყო რომ სამსართულიან სახლში მხოლოდ ჩვენ ვიყავით დამსვენებლები. ღამის 3-4 საათი იქნება როცა რაღ

12-წლიანი თანაცხოვრება, ცხოვრების მძიმე პერიოდი, მეუღლე და მდიდრული სახლი - თათია სულუაშვილის პირადი
12-წლიანი თანაცხოვრება, ცხოვრების მძიმე პერიოდი, მეუღლე და მდიდრული სახლი - თათია სულუაშვილის პირადი
"მარშუტკაში 3 ჯარისკაცი ამოვიდა, ამ გოგონამ კი ისეთი რამ გააკეთა რასაც არავინ მოველოდით"
"ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო, მირჩიეთ რა ვქნა"
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
А что там на главной? )))
კომენტარები (0)