"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ განათლების სამინისტროში მხოლოდ უშვილოები მუშაობენ...“ - რას წერს ლიზა ვადაჭკორია?
"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ განათლების სამინისტროში მხოლოდ უშვილოები მუშაობენ, ან რეალობას მოწყვეტილები.
უმწვავესი ეპიდემიაა, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, ოჯახები ჩაწოლილები არიან ამ წყეული ვირუსით.
და რას აკეთებს ამდროს განათ.სამინისტრო? არდადეგები 25-დან 30 დეკემბერზე გადაწია.
ანუ იარეთ ბავშვებო სკოლაში სიცხიანები, ჩვენ გრიპს არ ვიმჩნევით.
რა არის ეს?! კოვიდის დროს სულ დაკეტეს სკოლები და ახლა რა, სირაქლემის პოზიციაში არიან, არაფერი არ ვიცით, ვერაფერს ვერ ვხედავთ?!", - წერს ჟურნალისტი.
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (58)