"რამსები აქვს არეული, წავიდეს სახლში და თავის ჩასვრილ დემოკრატიას მიხედოს!" - ხათუნა ხოფერია კელი დეგნანს
"ამ ქალს არაადეკვატური აღქმა აქვს ქართველების და საქართველოსი!
ან არის ვარიანტი, რომ თავად ვერ არჩევს სწორ ფორმულირებებს, რაშიც ეჭვი მეპარება.
ახლა, ეს რომ დაწერა, უნდა გავგიჟდეთ, გადავირიოთ და ვემთხვიოთ სიმართლის თქმისთვის... არა და, ამ ნაწილობრივი სიმართლის უკან სერიოზული კრიტიკა და ბრალდებებია საქართველოს ხელისუფლების მიმართ!
ანუ....
საქართველოს ხელისუფლება არ დგას სამოქალაქო საზოგადოების გვერდით!
საქართველოს ხელისუფლება არ არის ერთიანი, ევრიკავსირის წევრობასთან დაკავშირებით, საქართველოს საზოგადოებასთან!
და რა გამოდის, ტოტალიტარულია ჩვენი ხელისუფლება????....
და ის ხალხი, ვინც ვენდობით და ხელისუფლების მხარეს ვართ, არ ვართ საზოგადოების ნაწილი?...
მოკლედ, ერთხელ დავწერე და გავიმეორებ, რამსები აქვს არეული, რამსები და სერიოზულად აქვს პრობლემა საქართველოს რეალობის აღქმის!
ამიტომ, წავიდეს სახლში და თავის ჩასვრილ დემოკრატიას მიხედოს!
შინამერიკაში, კელი!", - წერს ყოფილი დეპუტატი.
წყარო: asktia.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (44)