"რა იყო ხალხო,უხერხულად ხომ არ გეჩვენებათ ასეთი ბრმაყრუობის გამოვლინება?" - მარიკა ბაკურაძე(ვიდეო)
"ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე პოსტავენ, რომ "ამ საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა",
ადამიანები, რომლებიც ყველა პოლიტიკურ გაფაჩუნებას ახალ პოსტს და პირდაპირ ლაივ-ვიდეოებს უძღვნიან,
ადამიანები, რომლებიც დღეში სამჯერ, სამსახურის რეჟიმივით წერენ სტატუსებს აქცენტირებულად იმაზე, რაც ცუდი ხდება ჩვენს ქვეყანში.
ადამიანები, რომლებიც დღეში ათ პოსტს უძღვნიან უკრაინას და უკრაინელებზე უფრო პატრიოტობას ამტკიცებენ.
ადამიანები, რომლებიც დღეში ოც პოსტს უძღვნიან ამერიკას, ევროპას, პუტინს, ჯანმოს, მაიმუნის ყვავილს, ძაღლს და კატას,
და უცებ, ვატიკანში ქართული კონცერტი იწყება, ვატიკანის ტელევიზია ამ მოვლენას პირდაპირ ეთერში გადასცემს, დგება მომენტი, სადაც გვაქვს შანსი, რომ ყველა ნორმალური ერივით ერთი სიხარული გვიხაროდეს, ერთად ვამაყობდეთ და ჩვენთან რა ხდება?
აი, ეს ადამიანები, ვიზეც ზემოთ მოგახსენებდით საერთოდ ქრებიან, იმალებიან, ჩუმდებიან, დუმდებიან, არ ესმით და ვერ ხედავენ ????
რა იყო, ხალხო, ასე ტოტალურად ყველას გაგეთიშათ ინტერნეტი?
ასეთი რთულია კარგის აღიარება და ჯანსაღი სიხარული?
უხერხულად ხომ არ გეჩვნებათ ასეთი ბრმაყრუობის გამოვლინება?
ძლივს, ამ დონის, უნაკლო და ღირსეული ნაბიჯი ვაჩვენეთ ევროპასაც და მთელ მსოფლიოსაც და შეირგეთ, გაიხარეთ და თქვენი ფბ-ბაბლებიც გაახარეთ, არ უნდა ამას ამდენი ჭმუნვები:)
ღმერთმანი", - წერს მარიკა ბაკურაძე.
შეგახსენებთ, გუშინ პირველად ისტორიაში, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდმა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში კონცერტი გამართა, რომელიც ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ღონისძიებაზე სრულდება ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, „შენ ხარ ვენახი“ და სხვები.
ვატიკანში, ქართული საგალობლები, სიქსტეს კაპელას შემდეგ, წმინდა პეტრეს ტაძარშიც აჟღერდება.
სიქსტეს კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში სხვა ქვეყნიდან მუსიკოსების მიწვევა უიშვიათესი შემთხვევაა.
წყარო: tia.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (43)