„რუსული რაკეტა მოგვხვდა შიგ დიღომში“ - ნინო ჯანგირაშვილი ნიკა გვარამიასთან მეგობრობასა და მის დაჭერაზე
„ჩვენი ურთიერთობა დაპირისპირებით დაიწყო და მეგობრობით გაგრძელდა. ამ ადამიანთან დაპირისპირებაც საინტერესოა და მეგობრობაც. ცოტაა ასეთი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადამიანურად განვიცდი რომ ნიკა გვარამია ციხეშია. თუმცა ახლა სენტიმენტების დრო არ არის. ყველაფერი ისე ცხადია, როგორც არასდროს. ახსნასაც აზრი აღარ აქვს. დღეს ფაქტიურად რუსული რაკეტა მოგვხვდა შიგ დიღომში, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სახით. ან ვიბრძვით და ვიმარჯვებთ, ან ვჩმორდებით და ვკარგავთ მომავალს სამუდამოდ. მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს. თქვენი საქმის თქვენ იცით.
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (49)