"არ ვარ ახალი ჩამოსული რუსეთიდან. მეორედ მიყვირეს და მაგინეს... მე რატომ უნდა მეშინოდეს ჩემს ქუჩებში სიარულის?"
"შუბლზე დავიკრა პირადობა და პასპორტი თუ რა ჯანდაბა ვქნა: ანა ცერცვაძე დაბადებული 1992 წელს თბილისში, მაქვს სოფელი ზესტაფონში, საქართველოს იმდენი კუთხე-კუნჭული მაქვს ნანახი, რაც არ უნახავს მოსახლეობის ალბათ 70 პროცენტს. არ ვარ ახალი ჩამოსული რუსეთიდან არა. უკვე მეორედ მიყვირეს და მაგინეს ქუჩაში. გავიგე რომ ვიღაცეებისთვის ქვები უსროლიათ ვინც გავს რუსს... მე რატომ უნდა მეშინოდეს ჩემს ქუჩებში სიარულის?", - წერს ანა ცერცვაძე.
წყარო: tia.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (42)