sitename
» » ნივთი, რომელიც კოვიდის გადატანის შემდეგ სასწრაფოდ უნდა გადააგდოთ - ლევან რატიანის რეკომენდაცია
Предложить новость
ნივთი, რომელიც კოვიდის გადატანის შემდეგ სასწრაფოდ უნდა გადააგდოთ - ლევან რატიანის რეკომენდაცია





პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა გადაცემა "ექიმებში" ის ხუთი მოძველებული ნივთი და პროდუქტი გაგვაცნო, რომელიც სახლში არ უნდა შევინახოთ. უპირველეს ყოვლისა, საუბარია კბილის ჯაგრისზე, რომელიც ლევან რატიანის თქმით, 3 თვეში ერთხელ უნდა შევცვალოთ, ხოლო რომელიმე ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების მოხდის, მათ შორის კორონავირუსის გადატანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გადავაგდოთ.

„არის ხუთი მოძველებული ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში დევს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამის მოსმენის შემდეგ ამ ნივთებს აუცილებლად გაიტანთ სახლიდან. პირველი ნივთი არის კბილის ჯაგრისი. როდესაც გავა სამი თვე ან გვაქვს რაიმე ინფექციური დაავადება გადატანილი, ჯაგრისზე, რომელსაც ვხმარობთ, აუცილებლად დაგროვდება ცუდი ბაქტერიები. ეს ცუდი ბაქტერიები თავისთავად იწვევენ მეორად ინფექციის განვითარებას არამხოლოდ პირის ღრუში, არამედ მთელს ორგანიზმში. კოვიდს როდესაც მოვიხდით, აუცილებლად უნდა გადავაგდოთ კბილის ჯაგრისი.“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე ინფორმაციით, ყურადღება უნდა მივაქციოთ სანებლების ვადას და ვადის გასვლის შემდეგ აუცილებლად გადავყაროთ.
„სახლში ყველას აქვს სანელებლები. ამ სანელებლებს თავისი ბიოლოგიური აქტიურობა გააჩნია გარკვეული პერიოდი, მაგრამ როგორც კი ვადა გასდის, ტოქსიურად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. თუ მშრალი სანელებლები გვიდევს ნესტიან ადგილზე, ის თავის ბიოლოგიურ თვისებას იცვლის და შეიძლება ჭიებისა და მატლების საბუდარიც კი გახდეს.“ - ამბობს რატიანი.

გადაცემაში ექიმებმა ასევე ისაუბრეს საოჯახო აფთიაქის დათვალიერების აუცილებლობაზე, რადგან ვადაგასული წამლის სახლში შენახვის საჭიროება არ არსებობს.

ლევან რატიანის თქმით, სახლში ასევე არ უდა გვქონდეს აბაზანის ძველი ღრუბელი. 

„თუ აბაზანის ღრუბელი ერთ თვეზე მეტი პერიოდი ვიხმარეთ, მას საფუძვლიანად ვერ გავრეცხავთ. მას ემატება ნესტი, ნესტში ხშირად მრავლდება სოკო და ბაქტერიები. შეიძლება ადამიანს შეეჭრას ინფექცია და გამოიწვიოს სხვადასხვა სახის გართულებები.“ - თქვა მან.
ირკვევა, რომ ასევე საფრთხეს წარმოადგენს გაბზარული ჭურჭლის გამოყენება.

„სახლში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ გაბზარული ჭურჭელი. რეცხვის დროს ბზარის ადგილას აუცილებლად ჩაჯდება ბაქტერია,“ - აღნიშნა ლევან რატიანმა.

წყარო: report.ge
шаблоны для dle 11.2
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
კომენტარები (0)