"ვისაც მართლა წასვლა უნდა, მიდიან პოლონეთის გავლით და არა ტელეკამერების წინ კეკლუცობისა და ვიროშვილობების ფონზე.." - ლევან სუხიტაშვილი
"მოკლედ, ჩემო ქართველებო, ერთს გეტყვით! ვისაც მართლა წასვლა უნდა, მიდიან პოლონეთის გავლით და არა ტელეკამერების წინ კეკლუცობისა და ვიროშვილობების ფონზე.. და ეს ტელეკამერების წინ კეკლუცობა და ვირიშვილობა, ვის და რას ემსახურება და ვის აწყობს, ყველამ კარგად ვიცით!
და რაც შეეხება კიდევ ქვეყნიდან წასვლას. მეც დიდი სურვილი მქონდა და რაღაც გზები და საშუალებები გავარკვიე კიდეც და სულაც არაა საჭირო კამერების წინ დაფიქსირდეს, ვინ მიდის, სად მიდის, რამდენი და რა გზებით. არც ის მგონია მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ რელევნტური იყოს ულტატუმის წაყენება სახელმწიფოთვის, თვითმფრინავი გამოყოფაზე და ღია ომში ჩართვაზე. თუმცა ვინმე გამორიცხავთ ხვალ ზეგ და ან თუნდაც ამაღამ, ჩვენ გაგვიხდეს დასაცავი ჩვენი საზღვრები, ქალაქები და ოჯახები. და ამ დროს მე იქ ვიყო და ჩემი და ჩვენი ოჯახებბი აქ შუა ომის ქარცეცხლში აღმოჩნდნენ ჩვენს გარეშე, რაც აბსოლიტურად რეალურია. ამაზე დაფიქრდით აბა? ამის გააზრება გვმართევს ყველას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბოღმა მახრჩობს, მტკივა რაც უკრაინაში ხდება. გული მიკვდება იმ უსამართლობაზე რასაც ეს სატანა სჩადის და ცხელ გულზე წასვლა მეც გადავწყვიტე, მაგრამ როცა გავიაზრეთ, გავაანალიზეთ და დავფიქრდით მე და ჩემმი მეგობრები, ნახევარზე მეტმა ჩავთვალეთ რომ ხვალ და ზეგ შესაძლოა ჩემს ქვეყანას და ოჯახს აქ დავჭირდეთ. ამიტომ ცოტა პრაგმატიზმით უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას. და ვისაც ჩემზე მამაცი, პატრიოტი და ვაჟკაცი ჰგონია თავი, ,,იმის დედას შევეცი მე,,! ბევრი ისეთი ფაფხურობს, ის ანდაზა რომაა ძაღლი შინ რომ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდა და ესეთები მომიწოდებენ მე ქვეყნის სიყვარულის, ჰუმანურობის, სამართლიანობისა და ჩემი მეზობელი უკრაინელი ხალხის სიყვარულისკებ.
ესაა ჩემი მოკრძალებული აზრი და კომენტარი!
p.s. რაც შეეხება ამ აქციას, მარტო ჩვენთან ხდება ისე, რომ გულწრფელი სოლიდარობის აქცია პოლიტიკურ, ვიწრომერკანტილური ინტერესების საპეტიშოდ ვაქცევთ ხოლმე! როგორ ვერ ხვდებით ვის სასარგებლოდ ამღვრევთ და ვის წისქვილზე ასხავთ წყალს! ეხლა როგორც არასდროს ისეა საჭირო ერთად დგომა და ქვეყნის ინტერესების დაცვა, მიუხედავად ნაც-ქოცობისა!", - წერს სუხიტაშვილი.
წყარო: tia.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (0)