დაჯარიმდება მყიდველიც და გამყიდველიც - საყურადღებო ინფორმაცია მოსახლეობას


image

პიროტექნიკა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია. ხშირად იყენებენ და ამავდროულად, უკანონო, არალიცენზირებული გაყიდვის ფაქტებიც მრავლადაა. იურისტი, სალომე ბეჟაშვილი, გადაცემაში “ახალი დღე” შესაბამისი რეგულაციებისა და ჯარიმების შესახებ საუბრობს, რომლებიც შესაძლოა, პიროტექნიკის გამყიდველსაც დაეკისროს და მყიდველსაც:

– საახალწლო ციებ-ცხელება მოდის და ეს საკითხი ნამდვილად აქტუალურია. მოქალაქეები პიროტექნიკას მასობრივად იყენებენ. სიახლეა ის, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულაციები ამოქმედდა. აქამდე ეს სფერო რეგულირებული არ იყო. მოგეხსენებათ, პიროტექნიკის გამოყენება მომატებული საფრთხის შემცველია. შეიძლება, ნაკლებად საფრთხის შემცველი იყოს, მაგალითად, ე.წ. შუშხუნა. მაგრამ, არის რიგი პიროტექნიკა, რომელიც საკმაოდ ფეთქებადია და შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდეთ, თუ სწორად არ გამოვიყენებთ. ხშირად ჯანმრთელობის დაზიანება, დამწვრობა მიუღია მოქალაქეს. კანონის მიღების ერთ-ერთი საფუძველი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა იყო. არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ ცხოველების, ფრინველების. გარემოზე ზემოქმედებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, რეალიზაცია და წარმოება ლიცენზირებას დაექვემდებარა, რაც აქამდე ნამდვილად არ ყოფილა. ასევე, ნებართვას დაექვემდებარა იმპორტი და ექსპორტი. ფაქტობრივად, ამ სფეროს რეგულირება სრულად მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერმა პირმა, რომელსაც უნდა, რომ პიროტექნიკა გაყიდოს და ამით ივაჭროს, პირველ რიგში, ასეთი ლიცენზია უნდა მოიპოვოს. ლიცენზიას სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს. სწორედ ეს სააგენტოა პასუხისმგებელი იმაზე, რომ გასცეს ლიცენზია იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირი რიგ სტანდარტებსა და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ეს რეგულაციები არ ვრცელდება ისეთ მსუბუქ პიროტექნიკაზე, როგორიც შეიძლება, შენობაშიც გამოვიყენოთ. ამისათვის მნიშვნელოვანია ნიშანდება. ახალი სტანდარტის მიხედვით, რეალიზატორი ვალდებულია, რომ ყველა პიროტექნიკაზე ნიშანდება განახორციელოს იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, სად შეიძლება, გამოვიყენოთ. თუ შენობაში შეიძლება გამოყენება და მისი ეფექტი ნაკლებად საზიანოა, ამას ლიცენზია არ სჭირდება.
ეს არ ეხება სამხედრო, სახელმწიფო მიზნებისთვის გამოყენებად ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც პიროტექნიკას შეიცავს. სოფლის მეურნეობაში ეს შეიძლება, მეხის საწინააღმდეგო საშუალება იყოს და ასე შემდეგ.

რაც ეს რეგულაცია ამოქმედდა, პირველი ახალი წელია. რეალიზატორი, რომელსაც ლიცენზია აქვს, ვალდებულია, მხოლოდ ისეთ პირს მიჰყიდოს ასეთი პროდუქცია, რომელსაც გამოყენების უფლება აქვს და სერტიფიცირებულია. სერტიფიცირებასაც შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ და იმხელა მოთხოვნებია… მათ შორის, ნასამართლობის ცნობა, ფორმა 100. პირი არ უნდა იყოს ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ასე შემდეგ. საკმაოდ რთულია, რადგანაც არასწორი გამოყენების რისკი მაღალია.

შემოსავლების სამსახურის გვერდზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, ვინ არის ლიცენზირებული. დღეის მდგომარეობით, სულ რაღაც 10-12 რეალიზატორია დარეგისტრირებული.

თუ კონკრეტულ პირს ეს ლიცენზია მოპოვებული არ აქვს, ალბათ, საახალწლოდ, მიღება გაუჭირდება, რადგანაც ლიცენზიის მიღებას 20, დაჩქარებული წესით კი 10 დღე სჭირდება.

ნებისმიერი პირი, რომელიც ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკის წარმოებას ან რეალიზაციას განახორციელებს, დაჯარიმდება. ჯარიმა 5 ათასი ლარიდან იწყება. ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, სალიცენზიო პირობების დარღვევა, პირველ ჯერზე 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, შემდგომ სამმაგდება.
მყიდველიც შეიძლება, დაჯარიმდეს იმ შემთხვევაში, თუ მას სერტიფიცირება, გამოყენების უფლება არ აქვს. ჯარიმა 1000 ლარით იწყება. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.

მოქალაქეებს ვურჩევდი, რომ პიროტექნიკა აუცილებლად ლიცენზირებული პირებისაგან შეიძინონ. შეძენის შემდგომ, დააკვირდნენ იმ ნიშანდებას, რაც პიროტექნიკას აქვს. მაგალითად, რა მანძილზე უნდა იქნას გამოყენებული და რა პირობებში. გარშემომყოფების უსაფრთხოებასაც მიაქციონ ყურადღება.





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
ცნობილია მუხრანში მოკლულების ვინაობა - "მკვლელი ფეხით გადაადგილდებოდა, ორივე მანქანაში ჩაცხრილა..."
კიბოს 3 ნიშანი, რომლებიც, შეიძლება, ჭამის დროს გამოვლინდეს
სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დილით ვლინდება
„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვალში ფინანსურად განსაკუთრებით გაუმართლებს
ცნობილია ისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები 19 იანვარს - უქმე დღეების კალენდარი
როდემდე გაგრძელდება თოვა საქართველოში - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„მომიკლეს და, ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა..." - რას წერს წერეთლის გამზირზე ავარიის შედეგად გარდაცვლილი თამარ გერმანიშვილის და
ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის – ექიმების განმარტება
მოახლოებული გულის შეტევის 6 ფარული ნიშანი – თუ მათ ამოიცნობთ, ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენთ
რეკლამა