თინა კანდელაკს საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანენ
როგორც უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თინა კანდელაკს ბრალად ედება მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელება და კრემლის პროპაგანდა უკრაინის წინააღმდეგ. ვენედიქოვა კანდელაკს განცხადებით მიმართავს და მას კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ გამავრცელებელს უწოდებს. „თქვენ ხართ კრემლის სამხედრო მანქანის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი.
თქვენ, თინათინ გივიევნა. მაგალითად, 2022 წლის 24 თებერვალს თქვენს ფანებს შემდეგი აზრი მოახვიეთ თავს, რომ თურმე უკრაინის სახელმწიფოებრიობა ძალიან სწრაფად აღდგება მას შემდეგ, რაც ზელენსკი და უმაღლესი რადას ოდიოზური დეპუტატები, უკრაინის პოლიტიკოსები, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ უკრაინის სამოქალაქო სამყაროსთან დაახლოებას, დატოვებენ ქვეყანას. იანუკოვიჩი უკრაინაში დაბრუნდება. მხოლოდ ოპერაცია დაიწყო, სიმართლე გითხრათ, მაიდანიდან ზუსტად 8 წლის შემდეგ, მე-14 წელი გავიდა“.
რა არის ეს თინათინ? არწმუნებთ თქვენს მკითხველს, რომ იანუკოვიჩი უნდა დაბრუნდეს. ეს ნორმალურია? კარგად უნდა აღიქმებოდეს მისი დაბრუნება? თქვენი პოსტები ასობით ათასმა წაიკითხა, თინათინ გივიევნა. მე, როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი გაცნობებთ, რომ თქვენ ხართ ეჭვმიტანილი პირი უკრაინაში. უახლოეს დღეებში უკრაინის პროკურატურა დაიწყებს საერთაშორისო ძებნილთა სიაში თქვენს შეყვანას. ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ, არის კარგი ადვოკატების პოვნა. არ მიმართოთ იურიდიული დახმარებისთვის მათ, ვინც ცრუ და მავნე ინფორმაციის გავრცელება მოგთხოვათ. სიმართლეს არ გეტყვიან“, - აღნიშნულია უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებაში.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს თინა კანდელაკმა კრემლის ლიდერის მხარდამჭერი პოსტი დაწერა. „საშინელებაა როგორ მრცხვენია რუსეთის გამო და როგორ მეცოდებიან უკრაინელები“. ამ დროს ამ სიმართლის მოყვარულებთან იქვე მოძებნე, აბა თუ წერენ ბოლო 8 წლის განმავლობაში დონბასში დაღუპულ ადამიანებზე. იქ რა არასწორი ადამიანები დაიღუპნენ“, - წერს თინა კანდელაკი.
წყარო: /pia.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (0)