"ასეთი ღალატი და ზურგში დანა არ გვინდა ჩვენ ქართველი ხალხისგან...ყოველთვის ვამაყობდი, რომ ვარ ქართველი, დღეს კი მრცხვენია" - დავით არახამია
"გამარჯობა, მინდა, მივმართო ქართველ ხალხს, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას. დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა ეკონომიკური სანქციები მოხსნა ქართულ რძეზე, ღვინოზე და ა.შ. იმისთვის, რომ საქართველოს ლოიალობა მოიპოვოს უკრაინასთან ომში. მე თავად ქართველი ვარ და ყველა ქართველს მინდა შევახსენო, რომ როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, უკრაინამ მაშინვე, საკუთარ ეკონომიკურ დანაკარგებს ყურადღება რომ არ მიაქცია ისე, ყველა აუცილებელი დახმარება გაუწია, მისცა შეიარაღება, სამხედრო ინსტრუქტორები, რათა მისი მეგობარი სახელმწიფოსთვის მხარი დაეჭირა. და ეს საქართველოს პასუხია?! გგონიათ, ეს ნორმალური პასუხია უკრაინასთან მიმართებით, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას?! გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე თქვენი მჯერა, გაერკვიეთ თქვენს ხელისუფლებასთან, გადაწყვიტეთ ეს საკითხი, რადგან ასეთი ღალატი და ზურგში დანა არ გვინდა ჩვენ ქართველი ხალხისგან ვნახოთ. მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ ვარ ქართველი და ვცხოვრობ უკრაინაში, დღეს კი ნამდვილად მრცხვენია", - აცხადებს ვიდეომიმართვაში არახამია.
წყარო: tia.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (0)