საქართველოს საპატრიარქო უწმინდესისა და უნეტარესის პანაშვიდისა და დაკრძალვის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს


image

18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში , – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


საპატრიარქო აღნიშნავს, რომ დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე გამოცხადდება წმინდა სინოდის დასრულების შემდეგ.


როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება.


„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.


სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.


საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება“, – ნათქვამია განცხადებაში.


"დიახ, არის ცნობა ამის შესახებ, მაგრამ სინოდმა უნდა დაადგინოს"- რა თქვა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის დაკრძალვის დეტალებზე





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რეკლამა