საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.


image

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს პატრიარქის მდგომარეობა 17 მარტის ღამით დამძიმდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. 

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს. უწმინდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რეკლამა