ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს


image

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„63 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული სასულიერო პირი, 7 შვილის მამა, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.ამქვეყნად შედარებით ხანმოკლე მყოფობის მიუხედავად, მან ძალიან ბევრი საქმის გაკეთება მოასწრო და ღრმა კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში. იგი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იყო ღვთისმსახური, მაგრამ, ამავე დროს, სამშობლოს ღირსეული მსახურიც. რაც, განსაკუთრებით, მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნვაში გამოიხატა.სპეციალობით პედიატრი, ბავშვების სულიერ მკურნალადაც იქცა, -ფასდაუდებელია მისი შრომა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნების საქმეში (როგორც თანამდეროვე, ისე ძველქართული ანბანების გამოყენებით) და აღზრდის თემასთან დაკავშირებულ არაერთ სხვა საქმიანობაში.თბილისში თუ პეტერბურგში, ვისთანაც კი მამა კონსტანტინეს შეხება ჰქონია, ყველა გლოვობს პატიოსან, პატრიოტ, გონიერ და მზრუნველ სულიერ მამასთან განშორებას; დიდია ჩვენი გულისტკივილიც.აღვავლენთ ლოცვებს დეკანოზ კონსტანტინეს უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრევლსა და გულშემატკივართ მომადლოს შინაგანი სიმტკიცე და მისთვის ლოცვის ძალა.“ - წერს ილია მეორე.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რეკლამა