რატომ არ უნდა მივირთვათ ტარხუნა ცოცხლად - ექიმის განმარტება


image

ტარხუნა შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალს, მაკრო და მიკრო ელემენტებს. შეიცავს რკინასა და მანგანუმს, რაც აღემატება დღიური ნორმის რაოდენობას.


რაციონში მისი დამატება ამცირებს რკინადეფიციტური ანემიისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკს. ტარხუნის წყალობით შენარჩუნებულია ჰემოგლობინის ნორმალური დონე. მანგანუმი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და მონაწილეობს უმეტეს მეტაბოლურ პროცესში. თუმცა ტარხუნას აქვს თავისი უარყოფითი თვისებები. დიდი დოზით მიღება არაფრის ვარგა, მათ შორის არც ამ არომატული სანელებლის.


მისი მიღება ეკრძალებათ ორსულებს (ზრდის საშვილოსნოს ტონუსს და აბორტის პროვოცირებას ახდენს), მეძუძურ დედებს, თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ, უჩივით გასტრიტს, კუჭის მჟავიანობასა და წყლულებს, ალერგიული ხართ მცენარეებზე...


რა სახით უნდა მივიღოთ ტარხუნა? შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ როგორც ექიმი ამბობს, მისი ცოცხლად მიღება მავნეა...


ექიმი ნუტრიციოლოგი ჯაბა ტყემალაძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე (ჯაბა ექიმი გირჩევთ) პროდუქტებთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაციებს და რჩევებს აქვეყნებს ხოლმე. ამჯერად ექიმი ტარხუნის უარყოფით თვისებებზე წერს.


ჯაბა ტყემალაძე: ტარხუნა აბზინდას სახეობაა, მაგრამ აქვს სასიამოვნო გემო და არომატი. ეს მცენარე შეიცავს ფენოლ მეთილხავიკოლს, რომელიც ორგანიზმისთვის საშიშად ითვლება. ამ ნივთიერების გამოყენებისას აღინიშნება ზრდის ჰორმონის აქტივობა და ნეოპლაზიების განვითარება. ამიტომ, ტარხუნამ უნდა გაიაროს ხანგრძლივი თერმული დამუშავება, როგორც ჩაქაფულის დამზადების რეცეპტში. დაბალ ცეცხლზე 2-საათიანი ჩაშუშვის პროცესში თითქმის ყველა მავნე ნივთიერება აორთქლდება.


უმმა ტარხუნამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის კენჭის ჩამოყალიბება, გააღიზიანოს კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი. მისი ტოქსიკური ნივთიერებები ააქტიურებს ორგანიზმის დიურეზულ თვისებებს და თუ თირკმელებში დიდი კენჭია, პროვოცირებას უკეთებს მის დაძვრას.


ეს სანელებელი მკაცრად არ შეიძლება ორსულ და მეძუძურ ქალებისთვის, თუნდაც მცირე რაოდენობით. მეთილხავიკოლის გარდა ტარხუნა შეიცავს კიდევ ერთ საშიშ ნივთიერებას - ტუიონს. ის უარყოფითად მოქმედებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა ან უბრალოდ სპონტანური აბორტი. გარდა ამისა, ტუიონი უარყოფითად მოქმედებს დედის რძის გამომუშავებაზე.ნედლმა ტარხუნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება გონების დაკარგვა და კრუნჩხვები.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
რას ამბობს ნინი ბადურაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ჭორზე? – “20-ის ვიყავი თუ 19-ის, როცა უკვე დაიწყეს აქტიურად ამაზე ლაპარაკი და ჭორაობა”
„ტკივილი არ ახასიათებს! ხველა კი ერთ-ერთი სიმპტომია დაავადებამდე...“ - პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე საზოგადოებას აფრთხილებს
ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
თეონა კონტრიძე საზოგადოებას აფრთხილებს - "აბსოლუტური ჯოჯოხეთია! ჩემი ოჯახი ამ პრეპარატის მსხვერპლია"
ამ უბრალო დეტალმა ასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა - შესაძლოა მისთვის ყურადღება არც მიგიქცევიათ
„კვლავ დავქორწინდებოდი და 3 შვილსაც გავაჩენდი…“ – ჯორჯინა უზკატეგუი განქორწინების შემდეგ პირადზე ალაპარაკდა
რეკლამა