ტრაგედია სტამბოლში: სამოგზაუროდ ჩასული დედისა და ორი შვილის შემდეგ, მამაც გარდაიცვალა, დაკავებულია 4 პირი: რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება


image

თურ­ქეთ­ში, სტამ­ბოლ­ში, გერ­მა­ნი­ი­დან სა­მოგ­ზა­უ­როდ ჩა­სუ­ლი ოჯა­ხის ოთხი წევ­რი და­ი­ღუ­პა - ჯერ დედა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, ხოლო შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მა­მაც გარ­და­იც­ვა­ლა.

თავ­და­პირ­ვე­ლად საქ­მე­ზე 11 პირი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან ნა­წი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამ დრო­ის­თვის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია 4 პირი, მათ შო­რის არი­ან ე.წ. სთრით ფუ­დის მო­ვაჭ­რე­ე­ბი.

  • გერ­მა­ნი­ი­დან სტამ­ბოლ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი ბო­ჯე­კე­ბის ოჯა­ხი სრუ­ლად გა­ნად­გურ­და. ყვე­ლა­ფე­რი 12 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო, რო­დე­საც ფა­თი­ჰის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში მშობ­ლებ­მა, 27 წლის ჩიგ­დემ­მა და 38 წლის სერ­ვეტ ბო­ჯეკ­მა, შვი­ლე­ბი, 6 წლის ქა­დი­რი და 3 წლის მა­სა­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს. სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ მცი­რე­წლოვ­ნე­ბი მა­ლე­ვე და­ი­ღუპ­ნენ. ორი დღის შემ­დეგ, და­ი­ღუ­პა დე­დაც, გუ­შინ კი, სტამ­ბო­ლის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, აბ­დუ­ლა ემრე გი­უ­ნე­რის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვი­სა, მამა, სერ­ვეტ ბო­ჯე­კიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ოჯა­ხის მო­წამ­ვლა, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით ორ­თა­ქო­ი­ში მირ­თმე­ულ ქუ­ჩის საკ­ვებს უკავ­შირ­დე­ბა, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი გახ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მელ­თა­გან ოთხი – მი­დი­ე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი ი. დ., ლუ­ქუ­მის მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე ფ. თ., ქო­ქო­რე­ჩის გამ­ყიდ­ვე­ლი ე. ე. და კა­ფეს მფლო­ბე­ლი ფ. მ. ო. – სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგნენ.

სა­სა­მარ­თლომ ოთხი­ვეს და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მათ ბრა­ლი ედე­ბათ "გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით რამ­დე­ნი­მე პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში“. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.


თუმ­ცა, საქ­მე­ში რამ­დე­ნი­მე სირ­თუ­ლეა: ქო­ქო­რე­ჩი­სა და მი­დი­ე­ბის დახ­ლი­დან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად მოხ­მა­რე­ბის­თვის ვარ­გი­სად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ვი­ნა­ი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბა მო­წამ­ვლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 დღე­ში დად­გა, აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი შე­საძ­ლოა, არ იყოს იდენ­ტუ­რი იმ პრო­დუქ­ტე­ბი­სა, რო­მე­ლიც ოჯახ­მა უშუ­ა­ლოდ მი­ირ­თვა.

ექ­სპერ­ტი­ზა ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. სა­სა­მარ­თლომ და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მის სიმ­ძი­მი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ვნე­ბა­თა­ღელ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღო, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ზომა არა­საკ­მა­რი­სად ჩათ­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა კი კვლავ გრძელ­დე­ბა.


წყარო:ambebi.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
"ძვირადღირებული საათები კი არა, გიორგის მანქანაც არ აქვს... ჩვენს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან... შეგვხედონ, როგორ ვცხოვრობთ" - მაკა ჩიჩუა
ცნობილი დების ცხოვრება ინტერნეტს მიღმა: რას ჰყვება ევა და ანამარია ბუთიაშვილების დედა – “ბიბლიიდან საღამოობით თითო თავს ვუკითხავ”
"შენ ირჩევ "ხარებას" და არა შენს შვილს, ეს სხვაობაა ჩვენს შორის..." - ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე კოლეგას, მსახიობ მანანა აბრამიშვილს მიმართავენ (ვიდეო)
"ხელისუფლებას აწყობს ღარიბი ხალხი, ამას ერთი მიზეზი აქვს მორჩილება და მართვა" - ნანკა კალატოზიშვილი
გარდაიცვალა მამუკა ჩარკვიანი
რეკლამა
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
"პოლიციელმა მითხრა, ყოველ ღამე 4 ბავშვი კვდებაო, კახეთში 15 მოკვდა იმავე სიტუაციაში... თურმე ჩემს შვილიშვილს 100 ათას ლარზე მეტი ჰქონია გადარიცხული, ეტყობა აგროვებდნენ" - თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა ვიდეომიმართვას ავრცელებს
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივნისში განსაკუთრებული იღბალი და გამართლება ელის
„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
რეკლამა