"ძვირადღირებული საათები კი არა, გიორგის მანქანაც არ აქვს... ჩვენს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან... შეგვხედონ, როგორ ვცხოვრობთ" - მაკა ჩიჩუა
"ვერც ტელევიზორს ვადევნებ აქტიურად თვალს, ვერც სოციალურ მედიას, მაგრამ რა უნდა მითხრან ახალი?! ყველაფერი ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს. წლების განმავლობაში უზარმაზარ გალავნებს რომ იშენებენ, არიან შიშებში, ეჭვიანობაში და ათას უბედურებებში...", - ამბობს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა... ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:
- ქალბატონო მაკა, ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ თვით ქვეყნის ორგზის პრემიერზე აღიძრა საქმე, მილიონობით უკანონო შემოსავალთან დაკავშირებით. ხომ არ ყოფილა კითხვის ნიშნები თქვენს ოჯახთან მიმართებაშიც?
- ჯერ არ მახსენდება, ვინმეს კითხვები ჰქონოდა, მაგრამ ახლა თუ ექნებათ, ჯობია, მოვიდნენ და შეგვხედონ, როგორ ვცხოვრობთ. კითხვის ნიშნებს იქვე, სასწრაფოდ დაამთავრებენ. ყველას ემჩნევა გარეგნულადაც, ვინ როგორ ცხოვრობს. დუშეთში ეზოს ღობეს ჭიშკარი არ აქვს, ძროხები შემოდიან, მე და გიორგი დავდევთ.
- ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი და პირველი ლედი...
- ნუ, როგორც არის... რომ ვუყურებ, ევროპაში როგორც არის, პატარა, დაბალი ღობეები აქვთ, უბრალოდ ის ტერიტორიაა შემოსაზღვრული, იცოდნენ, ერთმანეთთან რა ზოლიც აცილებთ, ასე ვართ ჩვენც იმ დღიდან, რაც კი დუშეთში გადმოვედით. ღამე კარს არც კი ვკეტავ, აზრი არ აქვს, ერთი ფეხის მორტყმა უნდა და ვისაც შემოსვლა სურს, თავისუფლად შემოვა.
სულ მქონდა კითხვა: ეს ხალხი საჯარო სამსახურში რომ მიდის და მერე მილიონებს ითვლიან, ჩვენთან ასე რატომ არ მოხდა-მეთქი?..საერთოდ, ცხოვრებაში არ მქონია იმის მოთხოვნილება, ძალიან ბევრი ფული მქონოდა, რადგან ვთვლი, რომ ფული მამონასი, ეშმაკისეულია. მსურდა მხოლოდ იმდენი, რაც ელემენტარულისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის არის საჭირო - ბავშვები დაპურებული გყავდეს, განათლება მისცე, სახლი მოწესრიგებული, ხანდახან ცოტა მოაგროვო, სამოგზაუროდ და დასასვენებლად წახვიდე... რამდენიმე თვეა, დამხმარეც აღარ გვყავს, ამხელა სახლში ორ ბავშვთან ერთად ყველა საქმეს თავად ვაკეთებთ, თან ვირუსი შეგვხვდა და ყველანი ავად ვიყავით. ვერც ტელევიზორს ვადევნებ აქტიურად თვალს, ვერც სოციალურ მედიას, მაგრამ რა უნდა მითხრან ახალი?! ყველაფერი ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს. წლების განმავლობაში რომ უზარმაზარ გალავნებს იშენებენ, არიან შიშებში და ეჭვიანობაში, ათას უბედურებებში...
კითხვის გაგრძელება
რა ქონებას ფლობს თავად ჯორჯინა უზკატეგუი? – საკუთარი კომპანია, ამერიკული განათლება და უცნობი ფაქტები
ხვიჩა კვარაცხელია

კომენტარები 2