„გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები ფიქსირდება საქართველოშიც" - მაია ბუწაშვილი ინფორმაციას ავრცელებს


image

 „ისევ კრუიზი და ისევ ვირუსული ინფექციის გავრცელება – ამჟამად  ნოროვირუსის ეპიდაფეთქებაა საკრუიზო გემზე Ambition (Ambassador Cruise Line), რომელიც გაჩერებულია ბორდოში 1200 მგზავრით და 514 ეკიპაჟის წევრით“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი წერს.

 „ისევ კრუიზი და ისევ ვირუსული ინფექციის გავრცელება – ამჟამად ნოროვირუსის ეპიდაფეთქებაა საკრუიზო გემზე Ambition (Ambassador Cruise Line), რომელიც გაჩერებულია ბორდოში 1200 მგზავრით და 514 ეკიპაჟის წევრით. ვირუსი დაფიქსირდა 49 ადამიანში. გარდაიცვალა ერთი ხანდაზმული მგზავრი. დანარჩენი მგზავრები იმყოფებოდნენ იზოლაციაში, თუმცა ახლახანს იმათ, ვისაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, გემის დატოვების უფლება მისცეს.

ნოროვირუსი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციას, მისი ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, კუნთების ტკივილი. გადაცემა ხდება წყლით და საკვებით, ასევე გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე მჭიდრო კონტაქტით. მისი გავრცელება საკმაოდ ხშირია ორგანიზებულ დაწესებულებებში, მაგალითად, სტუდენტურ საცხოვრებლებში, სასტუმროებში, რესტორნებში. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ვირუსის უმცირესი კონცენტრაციაც კი საკმარისია ადამიანის ინფიცირებისათვის.

ეს არ არის ახალი ვირუსი. გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც. დიაგნოსტიკა ხდება განავლის გამოკვლევით ნოროვირუსის ანტიგენზე, რაც ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომია კლინიკურ ლაბორატორიებში“, – წერს მაია ბუწაშვილი.

 

წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?
რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?
,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება
„ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი" - ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
„26 აპრილს ხდება მოვლენა, რომელიც 84 წელიწადში ერთხელ მეორდება“ - ეზოტერიკოსი საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს
რეკლამა