„ნუ ატეხავთ პანიკას, იმოქმედეთ მშვიდად...“ - პედიატრის მიმართვა მშობლებს


image

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, მოსახლეობას ტკიპის ნაკბენთან დაკავშირებით აფრთხილებს:

„ტკიპებთან დაკავშირებით შემოდის ბევრი კითხვა, გიპასუხებთ აქ ჩემო ძვირფასებო... თუ ბავშვს ტკიპა აზის მნიშვნელოვანია სწრაფი და სწორი რეაგირება:
ტკიპის სწრაფი მოცილება: გამოიყენეთ წვრილი პინცეტი. ეცადეთ, რომ ტკიპა ამოიღო მთლიანად, თავის ჩათვლით. არ გამოწიო, არამედ ნელა და სტაბილურად ამოაყოლე კანს.

არ გამოიყენოთ ზეთი, სპირტი ან სხვ. ნივთიერებები მოცილებამდე — ეს ტკიპას აიძულებს გამოაფრქვიოს ნაწლავის შემცველობა კანში, რაც ზრდის ინფიცირების რისკს (მაგ. ლაიმის დაავადება).

დაუმუშავეთ ადგილი ანტისეპტიკით: ბეტადინი, იოდი, წყალბადის ზეჟანგი, (მოკლედ რაც გაქვთ)

დაიმახსოვრე ტკიპის მოცილების დრო და თარიღი, შეიძლება საჭირო გახდეს ინფექციური დაავადებების მონიტორინგისთვის.

დააკვირდით ბავშვს 30 დღე: თუ გამოუვლინდა სიცხე, გამონაყარი, დაღლილობა, სახსრების ტკივილი — აუცილებლად მიმართე ექიმს.

ტკიპა შეგიძლიათ შეინახოთ პატარა კონტეინერში ლაბორატორიული ანალიზისთვის, განსაკუთრებით თუ ბავშვი ავად გახდება.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ექიმს შეიძლება დაჭირდეს პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა, განსაკუთრებით ენდემურ ზონებში. ნუ ატეხავთ პანიკას, ნუ შეგიპყრობთ შიში, იმოქმედეთ მშვიდად (აფორიაქებულებს გაგიჭირდებათ იუველირული მოქმედების შესრულება). ისე, ვის აშინებდა ტკიპა წლების წინ.

ტკიპები ყოველთვის იყვნენ და კბენდნენ ადამიანებს!!! უბრალოდ 21-ე საუკუნეა და მეტად ყურადღებიანები გავხდით ინფორმატიულობის გაზრდის გამო და მშიშრები ნერვული სისტემის ლაბილურობის მატებსთან ერთად ეს ისე, ხუმრობით.

დაკვირვება, ყურადღება და ნებისმიერი პრობლემის დროული მონიტორირება ამცირებს დაავადებების რისკებს“,- წერს პედიატრი. 

წყარო: ​primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

TimsothyNeome
TimsothyNeome Yesterday at 15:33
Hi there! This is kind of off topic but I need some guidance from an established blog. Is it very hard to set up your own blog? I'm not very techincal but I can figure things out pretty fast. I'm thinking about making my own but I'm not sure where to start. Do you have any points or suggestions? Thanks https://share.google/ZHBOeSdrtbqfbKdnx

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
„ნუ ატეხავთ პანიკას, იმოქმედეთ მშვიდად...“ - პედიატრის მიმართვა მშობლებს
„ტკივილი არ ახასიათებს! ხველა კი ერთ-ერთი სიმპტომია დაავადებამდე...“ - პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე საზოგადოებას აფრთხილებს
"მარ­ნე­უ­ლის ცენ­ტრში ახალ­გაზ­რდა ბიჭს ყელი გა­მო­ჭ­რეს" - ვრცლედება მძიმე კადრები ადგილიდან
"ეს არაკაცი ..." - როგორ ეხმაურება თამარ ივერი ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს?
1 აპრილიდან ახალი რეგულაცია შედის ძალაში - დეტალები
„ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ - ანდრია ჯაღმაიძე
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის - ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
არ გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ექსპერტის რჩევა
რა მაგარია გილოცავთ ! ანრი ჯოხაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
“ძილშიც კი დაიკლებთ წონაში… ეს რეცეპტი მათთვის არის, ვინც ვერ ვარჯიშობს! 15 დღეში გექნებათ შედეგი”- არუნ ხათრის რჩევა
რეკლამა