"დაუჯერებელია, მაია!.. წამიერად უკრაინა, მთელი სამყარო დამავიწყე" - მამა პეტრე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
"დაუჯერებელია, მაია!..თითქმის ერთი კვირაა უკრაინაზე გული მეგლიჯება, ჩემმა დამ დამირეკა, დღეს სამჯერ ვესაუბრე, ტელეფონს დავხედე, კიდევ რაღაზე მირეკავს, მეთქი…ბღავილით მითხრა, მაია ჯავახიშვილი გარდაიცვალაო…წამიერად უკრაინა, მთელი სამყარო დამავიწყე, ადამიანო…მართლა თავზარდაცემა განვიცადე…უკარგესო ადამიანო, მეც მოვკვდი…მეუფე ეფრემის სულიერ შვილებს ერთ-ერთი პირველი, თქვენი ოჯახი დაგვიდგა მხარში… ახლად დაარსებულ სკოლას ნდობა გამოუცხადე და ჯერ ორი, მერე მესამე შვილიც ჩვენთან შემოიყვანე… შენც ჩვენთან იყავი, სულ კითხვები გქონდა, სულ ცდილობდი შენი გარემოცვა საუკეთესო ყოფილიყო…ჩემი მაია, გული მომიკალი… როგორ მივიდე კობასთან, რით ვანუგეშო შენი შვილები-ლაშა, ერეკლე, ულამაზესი ელენე…როგორი სუფთა და კამკამა იყავი…უფალმა ჩაიხუტოს შენი სპეტაკი სული…ბოლნისი შენს სახელსაც ნიშნავს, მაია!..შეხვედრამდე!.." - წერს პეტრე კოლხი.
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (50)