აზერბაიჯანმა რუსეთს დაარტყა! - ინფორმაციას თავად რუსები ადასტურებენ
„24-25 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებმა დაარღვიეს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბერს დადებული სამმხრივი შეთანხმება, შევიდნენ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის ქვეშაა და გამართეს სათვალთვალო პოსტი“ - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთი ასევე ადასტურებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში, ფურახის დასახლებაში განთავსებულ დანაყოფებს ოთხჯერ გაუხსნეს ცეცხლი Bayraktar TB2 დრონებით.
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი "მშვიდობისმყოფელები" სიტუაციის დეესკალაციისთვის შესაბამის ზომებს იღებენ და აზერბაიჯანს სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 25 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი 24 მარტს მთიან ყარაბაღში იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, რომელიც რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლის ქვეშაა და სოფელ ფარუხში თავდაცვის არმიის ბაზას დაესხა თავს.
სომხური მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის დრონი გამოიყენა და მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
წყარო: formulanews.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (46)