sitename
» » “ჩემი ძმის სიდედრი შემიყვარდა… 38 წლის კაცი ვარ და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ მარტო დარჩენა და გულიანად ტირილი მენატრება”
Предложить новость
“ჩემი ძმის სიდედრი შემიყვარდა… 38 წლის კაცი ვარ და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ მარტო დარჩენა და გულიანად ტირილი მენატრება”





ვგრძნობდი, რომ მალე ამ ქალის გარეშე სიცოცხლე გამიჭირდებოდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ჩემი ცხოვრება ოდესმე ბრაზილიურ სერიალს დაემსგავსებოდა. 38 წლის კაცი ვარ და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ მარტო დარჩენა და გულიანად ტირილი მენატრება.

ერთი პერიოდი თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გავიმეტე მშობლები ამხელა ტკივილისთვის.


მე და ხათუნამ ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით. ცოლთან ახალი გაშორებული ვიყავი და ვიფიქრე, ვირტუალურ ნაცნობობას გულს გადავაყოლებდი. რამდენიმეკვირიანი მიმოწერის შემდეგ მივხვდი, რომ ხათუნას გარეშე ვეღარ ვძლებდი. ჩემზე ერთი წლით უმცროსი გახლდათ და როგორც მითხრა, დასაოჯახებელი.

დიდი ხანი არ მხვდებოდა, ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე და სწორედ შეხვედრისას გამომიტყდა, რომ 3 წლის წინ დაქვრივდა და 19 წლის გოგონა ჰყავდა. ძალიან პატარა, 16 წლის გათხოვდა. მართალია, ქმარი უყვარდა, მაგრამ რამდენიმე წელში ერთმანეთი მობეზრდათ და მხოლოდ შვილის გამო ცხოვრობდნენ ერთ სახლში.

მერე მეუღლე მოულოდნელად ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარდა, ყველას ეგონა, რომ იდეალური ოჯახი გვქონდა, ისეთი კარგად ვთამაშობდითო. სწორედ ამიტომ რცხვენოდა ჩემთან შეხვედრის.

იცოდა, ჩვენი ურთიერთობა თუ განვითარდებოდა, მალე საზოგადოების წინაშე მოუწევდა თავის მართლება.

კარგა ხანს ვამშვიდებდი. გულწრფელად შემეცოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მალე ამ ქალის გარეშე სიცოცხლე გამიჭირდებოდა. მარტო ვცხოვრობ და რამდენჯერმე ჩემთან სახლში დავპატიჟე.

თავიდან უარზე იყო, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა. ვიცი, არ დაიჯერებთ, მაგრამ ფიზიკური ურთიერთობა არ გვქონია. ხათუნა მეუბნებოდა, რომ ჯერ მზად არ იყო.

სამთვიანი ნაცნობობის შემდეგ მოულოდნელად მივლინებით საბერძნეთში წავედი. ორი კვირა საყვარელ ქალს ვერ ვნახავდი და ამას ძალიან განვიცდიდი. ხათუნამ მითხრა, არა უშავს, ორივე გავერკვევით გრძნობებში და რომ ჩამოხვალ, ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავალთო.

მივლინებიდან სამ დღეში გავიგე, რომ ჩემი ნაბოლარა ძმა, რომელსაც მშობლები სიბერის შვილს ეძახდნენ, მოულოდნელად თავის თანაკურსელზე დაქორწინდა.

დედაჩემი ბედნიერი მიყვებოდა ტელეფონში, როგორი ლამაზი რძალი ჰყავდა. თან დაამატა, იმედია, შენგან განსხვავებით მამუკასთვის ეს პირველი და უკანასკნელი ცოლი იქნებაო. მივლინებიდან დაბრუნებული, საჩუქრებით დატვირთული მშობლიურ სახლს ვესტუმრე.

რძლის დანახვაზე კინაღამ შოკში ჩავვარდი, ხათუნას ახალგაზრდობა მიყურებდა და მიღიმოდა. მაშინვე მივხვდი, რა უბედურება დამემართა, მაგრამ თავის გასამხნევებლად გოგონას ოჯახური ამბები მაინც გამოვკითხე.

იმ დღეს სახლში გაუბედურებული დავბრუნდი. საღამოს ხათუნას უნდა შევხვედროდი, მაგრამ მეილზე ვრცელი წერილი მივწერე და დავიძინე. არ მიპასუხა, ან რა უნდა მოეწერა, როცა ცხოვრება ორივეს თავზე ჩამოგვენგრა. იმის გაცნობიერებაც კი მიჭირს, რა შეიძლებოდა ამ ამბავს მოჰყოლოდა.
წყარო : ჟურნალი რეიტინგი
ფოტოსურათი მითიტებულია თემატურადшаблоны для dle 11.2
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს



წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
კომენტარები (68)
Jtmhza
#61 Jtmhza Гости 21 თებერვალი 2024 05:07
buy glucophage cheap metformin 1000mg pill glycomet 1000mg price
Jflqmj
#62 Jflqmj Гости 22 თებერვალი 2024 03:49
buy orlistat online cheap diltiazem for sale online order diltiazem
af6ci7j86
#63 af6ci7j86 Гости 24 თებერვალი 2024 15:57
pharmacy rx one 60 mg cialis canadian pharmacy canadianphrmacy23.com canadian viagra online pharmacy canada rx pharmacy
Sutepq
#64 Sutepq Гости 25 თებერვალი 2024 05:39
zestril 5mg over the counter lisinopril 2.5mg oral lisinopril 5mg sale
Sabxes
#65 Sabxes Гости 25 თებერვალი 2024 09:55
crestor 10mg canada buy cheap ezetimibe where can i buy ezetimibe
749uwaopv
#66 749uwaopv Гости 26 თებერვალი 2024 12:18
buy cialis online canada pharmacy northwestpharmacy.com canada online pharmacies canada go!!

cialis pharmacy this article pharmacy rx one sites
Ztwlpm
#67 Ztwlpm Гости 26 თებერვალი 2024 13:05
order omeprazole online cheap order omeprazole online buy prilosec generic
Qciqki
#68 Qciqki Гости 26 თებერვალი 2024 15:47
buy generic motilium motilium buy online sumycin 250mg over the counter
Загрузить еще
1 2 3