დროულად შეამოწმეთ და გადაცვალეთ! ვადა იწურება! – საქართველოს ეროვნული ბანკი საზოგადოებას აფრთხილებს
“საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.
2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995 – 99 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72) იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-99
წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს.” – აღნიშნულია განცხადებაში.
იმისათვის, რომ გადაამოწმოთ, როგორ გამოიყურება აღნიშნულ თარიღებში გამოშვებული ლარის ბანკნოტები, უნდა შეხვიდეთ საიტზე: moneymuseum.nbg.gov.ge-ზე.
შეგახსენებთ, ყოველ კუპიურას თარიღი აწერია ზედა მარცხენა კუთხეში.
წყარო: mshoblebi.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (43)