sitename
» » “50 წლის ვარ, ორი სრულწლოვანი შვილი მყავს. ქმარს ისე ვღალატობ 5 წელია ვერაფერს ხვდება, მაგრამ .....”
Предложить новость
“50 წლის ვარ, ორი სრულწლოვანი შვილი მყავს. ქმარს ისე ვღალატობ 5 წელია ვერაფერს ხვდება, მაგრამ .....”





ლალი, 50 წლის:

– 5 წელია, ქმარს ისე ვღალატობ, ვერაფერს ხვდება… მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ძალიან პატარებმა შევქმენით. ერთმანეთი ჯერ კიდევ მოსწავლეებს შეგვიყვარდა და სკოლის დამთავრებისთანავე გადავწყვიტეთ დაქორწინება. წლების განმავლობაში ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ამ სიყვარულით და ერთურთის პატივისცემით შევძელით, ლამაზი ბუდე მოგვეწყო. ერთად იმდენი ვიშრომეთ, რომ შვილებს ცხოვრების მოწყობაშიც დავეხმარეთ… ჩემს მეუღლეს ბევრი დედმამიშვილი ჰყავდა და როგორც კი დავქორწინდით, საცხოვრებლად თბილისში წამოვედით, ერთი პატარა ოთახი ვიქირავეთ, ერთად წამოვიწყეთ ბიზნესი, რომელმაც გაამართლა. 2 ვაჟი გვყავს, უკვე ორივე სრულწლოვანია: ერთი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეორე – თბილისშია.
იცით, რას მივხვდი? როცა სიღარიბეში გვიწევდა ცხოვრება, მე და ჩემს მეუღლეს მაშინ უფრო ძლიერად გვიყვარდა ერთმანეთი, ახლა კი, როცა ყველაფერი გვაქვს, ჩვენ შორის თითქოს, შავმა კატამ გაირბინაო, ურთიერთობა გაცივდა. ოჯახი არ დავანგრიეთ იმიტომ, რომ შვილები გვყავს და მათთვის ეს მტკივნეული იქნებოდა. თან, როგორც გითხარით, საერთო ბიზნესიც გვაერთიანებს და განქორწინება არც ერთს არ გვაძლევს ხელს. ჩვენი გრძნობების გაციება მხოლოდ ჩემი ბრალი არ არის. დარწმუნებული ვარ, მეუღლეს საყვარელი არ ჰყავს, მაგრამ ვგრძნობ, უკვე მოვბეზრდი და სულ ქეიფსა და დროს ტარებაზე ფიქრობს. ბოლო დროს ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა.
თითქოს ყველაფერი მქონდა, რაზეც ახალგაზრდობაში ვოცნებობდი, მაგრამ თავს უბედურ ადამიანად მივიჩნევდი. ბოლო დროს მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე ვიძინებდით. ჰოდა, ეტყობა მომბეზრდა ასეთი ურთიერთობა…
ერთ დღეს ავტომობილი გამიფუჭდა და ხელოსანთან მივიყვანე, თავად კი ტაქსი გავაჩერე და მძღოლს მოველაპარაკე, – მთელი დღე მომემსახურე და საღამოს გულს არ დაგწყვეტ, კარგად გადაგიხდი-მეთქი. ტაქსის მძღოლი ასაკით ჩემი ტოლი გახლდათ. მთელი დღეს ერთად მოგვიხდა ყოფნა და ერთმანეთი კარგადაც გავიცანით. საკმოდ სიმპათიური მამაკაცი იყო, თან – განათლებული, ზრდილობიანი. საღამოს, როცა საქმეების მოგვარებას მოვრჩი, ფული გადაუხადე და ისიც დავძინე: ჩემსავით, მთელი დღე შენც არაფერი გიჭამია. თუ გინდა, ერთად ვივახშმოთ-მეთქი. უარი არ უთქვამს. რესტორანში შევედით, ცოტა დავლიეთ კიდეც. რა თქმა უნდა, მეუღლეს მთელი დღე არ გავხსენებივარ… აღმოჩნდა, რომ ჩემს ახალ ნაცნობს ცოლ-შვილი არ ჰყავდა, მარტო ცხოვრობდა. ცოტა რომ დავლიე, გავთამამდი და ისე მოხდა, რომ იმ კაცმა საღამოს საკუთარ სახლში მიმიყვანა, ის ღამე მასთან გავატარე… მის გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობ. თბილი მამაკაცია და მომცა ის, რაც წლებია, ქმრისგან არ მიგრძნია. მითხარით, მოღალატე რომ გავხდი, ჩემი ბრალია? ქალი ვარ და მამაკაცის სითბო, ალერსი მჭირდებოდა.
5 წელია, მეგობარი მამაკაცი მყავს, მეუღლეს კი ერთხელაც არ გასჩენია ეჭვი. მისთვის მთავარია, რომ ბიზნესში ვეხმარები და სახლში იდეალური დიასახლისი ვარ. გამოდის, რომ ახლა ისე მიყურებს, როგორც მოსამსახურეს…шаблоны для dle 11.2



მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
კომენტარები (38)
Vdwred
#31 Vdwred Гости 18 თებერვალი 2024 14:40
buy desloratadine sale cheap clarinex 5mg buy desloratadine 5mg generic
Gopfdm
#32 Gopfdm Гости 20 თებერვალი 2024 14:13
chloroquine online buy aralen 250mg online buy generic aralen
Vcemkx
#33 Vcemkx Гости 22 თებერვალი 2024 19:39
orlistat online buy diltiazem 180mg canada buy diltiazem 180mg online
Sloodq
#34 Sloodq Гости 24 თებერვალი 2024 12:46
buy amlodipine 5mg without prescription norvasc online buy amlodipine order online
Vkrjtk
#35 Vkrjtk Гости 24 თებერვალი 2024 19:34
order acyclovir pills buy allopurinol allopurinol for sale online
Bqgyfi
#36 Bqgyfi Гости 25 თებერვალი 2024 22:28
zestril 2.5mg drug zestril order order lisinopril 2.5mg pill
Afebdf
#37 Afebdf Гости 27 თებერვალი 2024 04:48
prilosec ca prilosec 20mg cheap prilosec order
Dutfgs
#38 Dutfgs Гости 27 თებერვალი 2024 08:17
motilium 10mg usa buy generic sumycin purchase tetracycline online cheap
Загрузить еще
1 2