აჩი მეფარიძემ ცნობილი დიქტორის ქალიშვილს შუა ქუჩაში აგინა და სცემა - მომღერალზე გამოძიება დაიწყო
ნუგზარ ჯუღელის ქალიშვილს, ლელა ჯუღელი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ჰყვება, რომ შემთხვევა ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. კონფლიქტის მიზეზი საავტომობილო მოძრაობა გახდა, რამაც გადაადგილება შეაფერხა.
ლელა ჯუღელი ამტკიცებს, რომ ამ ფაქტით გაღიზიანებულმა მომღერალმა მას ჯერ შეაგინა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. თავად მომღერალი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
წყარო: newposts.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (47)