300-მა ჯარისკაცმა ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში პუტინისთვის ბრძოლაზე უარი თქვა
„რუსული სამხედრო ბაზიდან 300-მდე სამხედრო მოსამსახურე (ძირითადად ეთნიკური ოსი) თავისი ნებით დაბრუნდა სამხრეთ ოსეთში, რადგან მიხვდნენ, რომ ისინი ომში სიკვდილისთვის იქნებოდნენ განწირულები“, - დაწერა ბლოგერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
"რესპუბლიკის" ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ სამხედროების გარკვეულმა ნაწილმა მართლაც უარი თქვა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.
„ჩვენ ყველა შეწუხებულები ვართ ომის ზონიდან ოსეთში დაბრუნებული ჩვენი ჯარისკაცების ირგვლივ შექმნილი ვითარებით. არავის აქვს უფლება დაგმოს ეს ბიჭები ან დაადანაშაულოს ისინი სიმხდალეში. ჩვენ უნდა გავიგოთ მომხდარის ძირითადი მიზეზები “, - წერს ის.
ამავე დროს, კოკოითი აღნიშნავს, რომ ასობით ოსი მებრძოლი ახლა იმყოფება "სამხედრო ოპერაციის ზონაში" და "გმირულად ასრულებს თავის მოვალეობას", ხოლო ისინი, ვინც სახლში დაბრუნდნენ, "თუ ჩათვლიან საჭიროდ, უზრუნველყოფენ მათი სათანადო ორგანიზებას", რათა „სპეციალური ოპერაციების ზონაში“ დაბრუნება და "დონბასის გათავისუფლებისთვის" დაწყებული საქმის დასრულება.
ოსმა ჟურნალისტმა რუსლან ტოტროვმა განაცხადა, რომ ოსმა ჯარისკაცებმა უარი თქვეს რუსების ბრძანების შესრულებაზე და მსახლში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს, თან გააფრთხილეს სხვა სამხედროები, რომ დახვრეტდნენ ყველას, ვინც მათ შეჩერებას შეეცდებოდა. ჯგუფი თავისუფლად დაბრუნდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, პოლიციის კოლონების თანხლებით.
წყარო: newposts.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (43)