ირლანდიელმა მორაგბემ სალომე ჭაჭუას დედა გააცნო - რა ხდება წყვილს შორის ?
უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს და ღირსეულ პარტნიორობას უწევს მორაგბე ჯორდან კონროის.
ცოტა ხნის წინ ჯორდანმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ფოტოები გააზიარა და დაწერა, რომ მისი ნომერ პირველი ფანი დედაა და ძალიან ამაყია, რომ დედა მის საგულშემატკივროდ მივიდა, არაჩვეულებრივი ცეკვის ქორეოგრაფიისთვის კი სალომეს უხდის მადლობას.
ჯორდან კონროი დასაოჯახებელია. მორაგბე 10 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად, დედასთან ერთად, ირლანდიაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც მამამ მათზე იძალადა. სპეციალურად მათზე მომზადებულ ფილმში მორაგბის დედა ჯენი ჰყვება, რომ ერთ დღეს, როდესაც შინ დაბრუნდა, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მან საკუთარი თვალით ნახა, რომ მისი ყოფილი ქმარი შვილს ხალხის წინაშე სათამაშო მოედანზე სცემდა.
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (43)