„მოსალოდნელია ნალექი, თოვა და ქარის გაძლიერება“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს


image

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:

,,ახალი წლის წინა დღეები: მკაცრი ამინდის პირობებით.

ის, რასაც შეიძლება საახალწლო ციკლონი ვუწოდოთ, ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ახდენს ზემოქმედებას და ის საქართველოში შავი-ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან 24 - დეკემბრიდან დაიწყებს გავრცელებას.

ამიტომაც, დასავლეთში, ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან, ხვალიდან მოსალოდნელია ნალექი (ახალწლამდე მცირედი გამოდარებებით) ზღვის დონიდან 500-600 მეტრის ზემოთ მოსლაოდნელია თოვა, ისევე, როგორც ყველა ზამთრის კურორტზე.

დაბლობსა და ბარში იწვიმებს და დაბალი ტემპერატურის გამო ახალ წლამდე შესაძლებელია იყოს თოვლჭყაპი.

წლის ბოლოს, თუ პროგნოზში ცვლილება არ მოხდება, ქვეყანაში შესაძლოა დაფიქსირდეს სეზონის პირველი მკვეთრი სიცივე. ეს განსხვავებული იქნება გასული წლებისგან, როდესაც მაღალი წნევის ანომალიების ფონზე დეკემბრის ბოლოს ზედმეტად რბილი პირობები გვქონდა“,- წერს მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
რეკლამა