ცნობილია რა უთხრა რობერტ დე ნირომ ილიკო და ნინო სუხიშვილებს


image

ახლახან აშშ-ში, ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლის ცნობილმა დარბაზმა უმასპინძლა პირველ ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს „სუხიშვილები“. პროექტი განახორციელა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა, სალომე ლილუაშვილმა, რომელსაც კომპანია Emolas Coproration აქვს დაფუძნებული და ქართულ პროექტებს აკეთებს.

„სუხიშვილების“ კონცერტამდე ეს ღონისძიება უკვე აღმოჩნდა ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში. ორგანიზატორს თითქმის ყველა დიდი გამოცემა დაუკავშირდა, მათ შორის „ნიუ იორკ ტაიმსი“ და „ნიუიორკერი“, რომელმაც „სუხიშვილების“ კონცერტი აუცილებლად სანახავ ღონისძიებათა რიცხვში შეიტანა.

კონცერტმა სრული ანშლაგის ფონზე ჩაიარა, თუმცა ერთი სტუმარი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ეს გახლდათ ლეგენდარული მსახიობი, რობერტ დე ნირო, რომელიც „სუხიშვილების“ გამოსვლას მეუღლესთან ერთად დაესწრო, ხოლო კონცერტის შემდეგ ის ილიკო და ნინო სუხიშვილებს კულისებში ესტუმრა და მათ გაესაუბრა.

ილიკო სუხიშვილმა აღნიშნა, რომ ანსამბლი მისმა ბაბუამ დააფუძნა, ხოლო დე ნიროს გაუმხილა: „თქვენ ჩვენი საყვარელი მსახიობი ხართ…“ დე ნირომ კი თავის მხრივ გაიხსენა საქართველოში თავისი სტუმრობის ამბავი. მისმა მეუღლემ კი დასძინა: „სწორედ ამის გამო მოვიდა დღეს აქ…“ ნინო სუხიშვილმა აღნიშნა, რომ იციან მისი სტუმრობის ამბავი, თუმცა იმ პერიოდში ანსამბლი გასტროლებზე იყო…

შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა ნინუკა შარაშიძემ, რომელიც თავადაც ანსამბლის წევრი გახლდათ.

ვიდეო : © Chub1na





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რეკლამა