,,წვიმა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმული ღელვა” - გაფრთხილება ამინდის შესახებ


image

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,


აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.


მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
რეკლამა