“ფეხით გადაადგილდებოდა, მეტყველება ცოტა უჭირდა, მაგრამ მერე ეს დაემართა, ინსულტით არ გარდაცვლილა” – მერაბ სეფაშვილის ოჯახის ახლობელმა გაამხილა რა გახდა რეალურად ნინო ჯურხაძის გარდაცვალების მიზეზი
ქართული ესტრადის ვარსკვლავის, მერაბ სეფაშვილის ოჯახში ტრაგედიაა – მომღერალს მეუღლე, ნინო ჯურხაძე გარდაეცვალა, რომელთანაც თითქმის 40-წლიანი თანაცხოვრება და საერთო ისტორია აკავშირებდა.
ინფორმაცია თავდაპირველად წყვილის უახლოესმა მეგობარმა, პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა გაავრცელა.
როგორც ambebi.ge-ს გია გოგორიშვილმა განუცხადა, ნინო ჯურხაძე სიმსივნეს ებრძოდა. მისივე თქმით, ნინო შინ, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
“ინსულტი ჰქონდა, კი, და ხომ იცით, ინსულტი როგორც არის – სტანდარტულად მძიმე დაავადებაა, მაგრამ თავის ფეხით გადაადგილდებოდა, მეტყველება ცოტა უჭირდა, მაგრამ მერე აღმოაჩნდა სიმსივნე თავში. ინსულტით კი არ გარდაიცვალა, აი, ამ სიმსივნით” – ამბობს გია გოგორიშვილი.
ხვიჩა კვარაცხელია
