„ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა...“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე


image

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.

ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ემოციურ ისტორიას იხსენებს და ამბობს რომ ახლობელმა უღალატა:

„ახლობელმა, ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა, ორი დღის წინ შევიტყვე და უსაშველოდ ვიდარდე. კიდევ ერთხელ გავწბილდი. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე მოგიყვეთ. მაშინ ოცი წლის ვიყავი, ახლა ორმოცდახუთის ვარ, ამ წლების მანძილზე ბევრი შემეშალა ალბათ მაგრამ ღალატით, ღმერთია მოწამე არვისთვის მიღალატია.

სტუდენტი ვიყავი, გაეროს ელჩად ქალბატონი ჰაიდი ტალიავინი დაინიშნა, თბილისში ჩამობრძანდა, კერძო სახლი დაიქირავა ვერაზე და თავისი დროებითი საცხოვრებლის ბაღის მოწესრიგება და მოვლა ჩემს ნაცნობ ქალბატონ ცისანას სთხოვა. ცისანაც იმ დროისათვის არნახული ხელფასის საფასურად უვლიდა ბაღს. მძიმე და საკაცო საქმეებში დამიხმარდა ხოლმე, დღიურად მიხდიდა თავისი ხელფასიდან 20 ლარს. ყველა კმაყოფილი ვიყავით.

ბაღში მუშაობისას რამდენჯერმე გამომელაპარაკა ქალბატონი, დაინტერესდა სად ვსწავლობდი, რითი ვცხოვრობდი და რა ინტერესები მქონდა. რამდენჯერმე ყურადღებაც გამოიჩინა, ძვირფასი, ბოტანიკური ალბომიც ჩამომიტანა საჩუქრად. მოსწონდა მშობლიურ, გერმანულ ენაზე რომ ვპასუხობდი მის შეკითხვებს. ერთ დღეს საუზმეზე მიმიპატიჟა, შემაქო, მითხრა რომ ერთი სიამოვნებაა როცა ხედავს როგორ გულიანად და სიყვარულით ვშრომობ და ვეხმარები ცისანას. ამიხსნა, რომ მას ერჩივნა თუ ბაღის მოვლას მე გადავიბარებდი, ცისანას დაითხოვდა და ჩემთვის აქამდე არგაგონილ და არნახულ ცისანას ხელფასს მე დამინიშნავდა. დაუფიქრებლად უარი ვუთხარი.. გაიკვირვა და უარის მიზეზი გამომკითხა. ვუპასუხე, რომ არ ვუღალატებ ადამიანს რომელიც ჩემზე ზრუნავს. მისიის დასრულების შემდეგ, თითონ წაბრძანდებოდა სამშობლოში, ჩვენ კი ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ. შევატყვე ესიამოვნა. მითხრა, რომ დღეიდან შენც იგივე ხელფასი გექნება რაც ცისანას და დამავალა მასთან ერთად მეზრუნა ბაღზე. ხუთი წელი ვიმუშავეთ ცისანამ და მე მხარდამხარ, ავაყვავეთ იქაურობა. დიდი შვება იყო მაშინ, ბევრი რამ შევძელი მიღებული ხელფასით.

ქალბატონი ტალიავინის გამგზავრებიდან სამ თვეში მოზრდილი საქაღალდე მივიღე ფოსტით. გერმანული ჟურნალისთვის ინტერვიუ მიუცია, საქართველოზე და ქართველებზე შეყვარებული ქალის, მეტად ემოციური ტექსტი ქართველი, ახალგაზრდა მებაღის სიტყვებით იწყებოდა "თქვენი წაბრძანების შემდეგ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ..."

ხშირად როცა გაწბილებული ვრჩები მახსენდება ცისანა, ქალბატონი ტალიავინი, ეს ამბავი, ჩემი გამზრდელი ბებიაც მახსენდება რატომღაც და მომწონს თავი..

ბზობას გილოცავთ!!!“,- წერს ზურა შევარდნაძე.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
"ამ დრომდე მაქსიმალურად თავს ვიკავებდით დეტალებზე საუბრისგან, თუმცა აღარც გაჩუმება შეიძლებოდა..."- "გარდენია შევარნაძის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
მრავალ წლიანი ქორწინება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის დღემდე უცნობი ამბები
გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, ირაკლი კაკაბაძე და სხვა ცნობილი სახეები – ვინ იყვნენ მეუფე შიოს კლასელები და როგორ ახასიათებენ მას ?
უწმინდესმა საუბარი შეწყვიტა, ბიჭს მიუბრუნდა და უთხრა: – რა იყო, ერთი წვეთი სისხლი დაგენანაო? – რა ისტორიას იხსენებს ეპისკოპოსი თეოდორე ილია მეორეზე
"ამ კაცზე ბევრი ცუდი მსმენია და პირადადაც მქონია უსიამოვნება წლების წინ" - რას წერს გურამ შეროზია
რეკლამა
პოპულალური
"მარ­ნე­უ­ლის ცენ­ტრში ახალ­გაზ­რდა ბიჭს ყელი გა­მო­ჭ­რეს" - ვრცლედება მძიმე კადრები ადგილიდან
"ახალი პატრიარქი ასეთი იქნება! " - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ წლების წინ
საქართველოს საპატრიარქო უწმინდესისა და უნეტარესის პანაშვიდისა და დაკრძალვის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ეს არაკაცი ..." - როგორ ეხმაურება თამარ ივერი ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს?
1 აპრილიდან ახალი რეგულაცია შედის ძალაში - დეტალები
„ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ - ანდრია ჯაღმაიძე
მეცნიერები ჭაღარა თმასა და კიბოს შორის კავშირზე საუბრობენ - კვლევა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის - ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
როდიდან ექნებათ მოქალაქეებს საშუალება მივიდნენ პატრიარქის საფლავზე - ვრცლად
„ტკივილი არ ახასიათებს! ხველა კი ერთ-ერთი სიმპტომია დაავადებამდე...“ - პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე საზოგადოებას აფრთხილებს
რეკლამა