ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის აპრილის დასაწყისი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდება


image

2026 წლის აპრილის დასაწყისიდან ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის რთული პერიოდი საბოლოოდ დასრულდება. ასტროლოგების თქმით, ქალწული, მორიელი, თევზები, სასწორი და ტყუპები ცხოვრების შედარებით მძიმე ეტაპს თავს წარმატებით დააღწევენ:


​ქალწული

​ერთი შეხედვით, გონივრული გადაწყვეტილების თანმდევმა სირთულეებმა შესაძლოა, საკუთარ შესაძლებლობებში დროებით დაგაეჭვათ. თუმცა, ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება - ზუსტად ისე, როგორც ამ გაბედული ნაბიჯის გადადგმისას გინდოდათ. ეს პროცესი კი იმისთვის გახანგრძლივდა, რომ საბოლოო მიზანთან ერთად, თავად გზის დაფასებაც გესწავლათ. ​


მორიელი ​

შესაძლოა, არჩევანი უსაფრთხოებაზე შეაჩერეთ, თუმცა რადგან რეალობა მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა, თავი მოტყუებულად იგრძენით. თქვენი შიშები მალე გაიფანტება და მიხვდებით, რომ ნდობა სრულად გამართლებული იყო. ახლა თქვენთვის ყველა საჭირო დეტალი ცნობილია, ამიტომ მომავალს მშვიდად შეგიძლიათ, დაელოდოთ.


თევზები ​

მოვლენების ნელი განვითარების გამო შიშობდით, რომ თქვენი წამოწყება არარეალური აღმოჩნდებოდა. ახლა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება და აცნობიერებთ, რომ ეს არაორდინალური, გაბედული ნაბიჯი ნამდვილად ღირდა, ხოლო თქვენი რწმენა საფუძველს მოკლებული სულაც არ ყოფილა. ​

სასწორი

შესაძლოა, ​გაქვთ განცდა, რომ რაღაც გაკლიათ, რაც დაუსრულებლობის უსიამოვნო შეგრძნებას გიჩენთ. ეს მდგომარეობა საკუთარ ქმედებებში დაგაეჭვებთ. ეცადეთ, თქვენ მიერ აგებულ მყარ საფუძველს დაეყრდნოთ და მადლიერება თითოეულ იმ მომენტში ეძებოთ, რამაც აქამდე მოგიყვანათ. ​თვის დასაწყისში გაქვთ შანსი, მოტივაცია თავიდან იპოვოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ.


ტყუპები

​კომუნიკაციის სირთულეებმა თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ მძიმე პერიოდი შექმნა. შესაძლოა ორჭოფობდით კიდეც - სიმართლეს გეუბნებოდნენ თუ უბრალოდ, რაიმე მიზნით გატყუებდნენ. სიტუაციას არც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დადებული კომპრომისები აუმჯობესებდა. თუმცა, სულ მალე გაიგებთ, თუ საით უნდა მიმართოთ ენერგია სასურველი მიზნების მისაღწევად და რა უნდა განახორციელოთ რეალურად.


წყარო: beaumonde.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რეკლამა