დღეს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს


image

28 მარტი ~ დაუჯდომლის შაბათი.

დიდი მარხვის მეხუთე კვირის შაბათს დაუჯდომლის შაბათი ეწოდება. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სადიდებელ-საგალობელი ანუ ღვთისმშობლის დაუჯდომელი. დაუჯდომელი ლოცვის შესრულების დროს მღვდელმსახურები და მრევლი არ უნდა დასხდნენ, არამედ ფეხზე უნდა იდგნენ ან დაიჩოქონ.


საეკლესიო სწავლების თანახმად, დედა ღვთისმშობელმა VII-VIII საუკუნეებში სამგზის გადაარჩინა კონსტანტინოპოლი მტერთაგან განადგურებას. გასაკვირი არცაა, რომ მადლიერების გამოსახატავად პირველი დაუჯდომელი ლოცვა ბერძნულ ენაზე შეიქმნა და ღვთისმშობელს მიეძღვნა.


გადმოცემით, დაახლოებით დიდი მარხვის მეხუთე კვირის შაბათს უხსნია პირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ბიზანტიის დედაქალაქი. სწორედ ამიტომ ღვთისმშობლის დაუჯდომელი ლოცვა ამ დღეს ყოველწლიურად იკითხება ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი წაკითხვა სხვა დროს არ შეიძლება. 

ლოცვა


მიიღე, ყოვლადკეთილ-მოღუაწეო, ყოვლადწმიდაო დედოფალო, ესე პატიოსანი ძღვენი, შენ მხოლოსათვის ჩვენ მიერ, უღირსთა მონათა შენთაგან, ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულო, ყოველთაგან არსთა ზეცისათა და ქვეყანისათა უმაღლესად გამოჩინებულო. ამისთვისცა ხოლო შენ მიერ იქმნა უფალი ძალთა ჩვენთანა, და შენ მიერ ძე ღვთისა ვიცანთ ჩვენ, და ღირს-ვიქმნენით წმიდასა ხორცსა მისსა და პატიოსანსა სისხლსა მისსა. ამისთვისცა ნეტარ ხარ თესლითი თესლამდე, ღვთივსანატრელო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაბიმთა უპატიოსნესო მხოლოო; და აწ, ყოვლადსაგალობელო ღვთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩვენ უღირსთა მონათა შენთათვის ნუ დასცხრები, რათა ვიხსნნეთ ჩვენ ყოვლისაგან ზრახვისა ბოროტისა, გარემოდგომილისა ვნებისა, დავიცვნეთ უჭირველად ყოვლისაგან შემჭამელისა საბრთხისა ეშმაკთასა. არამედ ვითარმედ აღსასრულამდე ვედრებითა შენითა დამიცვენ ჩვენ, რათა შენითა შუა-მდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებულნი და თაყვანის-ცემასა ყოველსა ზედა ყოვლისათვის სამებისა წმიდისა და ყოველთა შემოქმედისა მადლობასა აღვავლენდეთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


* * *ჰოი, დიდო მეუფეო, ყოვლისა მპყრობელო, მოწყალეო უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო; აჰა, ვედრებად შენდა მე, ფრიად ცოდვილი, აღვსძრავ დედასა შენსა, ყოვლადუბიწოსა, ყოვლადწმიდასა დედოფალსა, ქალწულსა ღვთისმშობელსა, ყოვლადმოწყალესა, ყოვლისა სოფლისა მვედრებელსა ნათესავისა ქრისტიანეთასა, შენსა ჩვენდა მშობელსა ხორციელად ღვთისა ჩვენისა, აურაცხელისათვის მოწყალებისა შენისა, რომელი ჩვენ ზედა ჰყავ; მისითა უკუე ვედრებითა, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ჩემ უღირსსა ზედა დიდი მადლი და წყალობაი შენი აჩვენე და მოტევებაი ცოდვათა მომმადლე მე და ღირს-მყავ მე დამკვიდრებად სასუფეველსა შენსა ყოველთა თანა წმიდათა, დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
"პოლიციელმა მითხრა, ყოველ ღამე 4 ბავშვი კვდებაო, კახეთში 15 მოკვდა იმავე სიტუაციაში... თურმე ჩემს შვილიშვილს 100 ათას ლარზე მეტი ჰქონია გადარიცხული, ეტყობა აგროვებდნენ" - თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა ვიდეომიმართვას ავრცელებს
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივნისში განსაკუთრებული იღბალი და გამართლება ელის
„გააკეთეთ ეს 26 მაისს ძილის წინ..." - რიტუალი ფულადი ნაკადის მოსაზიდად
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
რეკლამა