„შეგრძნება მაინც ჰქონდა და თვალი დაახამხამა, აპარატზე შეერთებული ადამიანები ამას ვერ ახერხებენ" - მამა შალვა კეკელია პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებს იხსენებს


image

თბილისის ვაკის მაცხოვრის ტაძრის დეკანოზი, მამა შალვა კეკელია თავისი ცხოვრების მომენტებს, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია მეორეს უკავშირდება, „სარკეს“ უზიარებს.


მამა შალვა ამბობს, რომ ცხოვრების 30 წელი, უწმინდესის სიახლოვეს გაატარა. დეკანოზი ჟურნალთან პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებს იხსენებს:


„ღვთის მადლით რეანიმაციაში შესვლის საშუალება მომეცა. მე მამა ნათანელმა და მამა ლუკამ ზეთისცხება ჩავატარეთ. სიხარულის განცდა გვქონდა. არც გვიფიქრია იმ საშინელებაზე, რამ მერე მოხდა.


თვითონ უკვე სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და საოცარი ის იყო, რომ შეგრძნება მაინც ჰქონდა და თვალი დაახამხამა. როგორც წესი აპარატზე შეერთებული ადამიანები ამას ვერ ახერხებენ. წესით არაფერი არ უნდა იგრძნო. ზეთიანი ფუნჯი რომ შევახე თვალზე,დაახამხამა მაგ დროს. ისეთი სიმშვიდე და ძალა მოდიოდა მისგან, საოცარი...


მერე საპატრიარქოდან წმინდა ნაწილები მოვაბრძანეთ. საპატრიარქოში წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა ინახება, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები და წმინდა გიორგის მუხლი. მე და მამა ნათანელი წავედით საპატრიარქოში და ეს სიწმინდეები მივაბრძანეთ კლინიკაში, რომ უწმინდესი დაგველოცა.


ჯვარი გადავსახე და გულზე დავადე ეს სიწმინდეები, იქვე დავუდეთ ყველაფერი და მერე ამოვედით ზემოთ, სადაც დარბაზი იყო და იქ ვიხდიდით პარაკლისებს. პარაკლისის დროს ვიგრძენი, რომ პატრიარქი გადიოდა ამ ქვეყნიდან. როგორც კი ეს განცდა გამიჩნდა, მაშინვე რეანიმაციისკენ წავედი. რომ შევედი, ძალიან დამძიმებული იყო და ბოლო წამები მასთან ერთად გავატარე. ყველაზე მძიმე დღე იყო...


უწმინდესი სამების ტაძარში რომ მივაბრძანეთ, დღესასწაულის განცდა უფრო მქონდა, ვიდრე სხვა რამ. წმინდანს რომ მიასვენებენ და ერი რომ დღესასწაულობს, ზუსტად ასეთი განცდა მქონდა. ღრმად მწამს, რომ ერთი წმინდანი კიდევ შეგემატა ზეცაში. აქ დაგვაკლდა, მაგრამ იქ შეგვემატა...“- იხსენებს მამა შალვა კეკელია.


ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ 23-29 მარტის ნომერში.


წყარო:  primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
მსგავსი სიახლეები
მრავალ წლიანი ქორწინება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის დღემდე უცნობი ამბები
„ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა, მე მას ვუთხარი ხმამაღლა, ყველას თანდასწრებით, ექიმებიც იქ იყვნენ…“ – ლაშა ჟვანიამ პატრიარქის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაიხსენა
ვრცელდება პირველი კადრები საქართველოს საპატრიარქოდან, სადაც ილია მეორეა დასვენებული
როგორ და როდის უნდა მიიღოთ სწორად ნათლისღების ნაკურთხი წყალი - ღვთის მსახურის რჩევები
ინფორმაცია მათთვის, ვინც სამებაში, საყოველთაო პანაშვიდზე მისვლას აპირებს – ქვეითად მოსიარულეები ტაძრამდე მისვლას მესხიშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ
რეკლამა
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რეკლამა