14 თებერვალი მიცვალებულთა მოხსენიების დღეა - როგორ მოვამზადოთ წანდილი (კორკოტი)


image

„ხორციელის“ შაბათი (14 თებერვალი) ანუ „კორკოტობა“ არის მიცვალებულთა მოხსენიების დღეები, როცა ვამზადებთ კორკოტს ან წანდილს ( კოლიოს). ტრადიცია სათავეს ამ ამბიდან იღებს: 

იულიანე განდგომილმა,  კონსტანტინეპოლის მეფემ, უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით.

მეფის ბრძანება შესრულდა.

კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი , ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იხმევდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის შემწიკვლებას (დარღვევას). მას შემდეგ დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული და მორწმუნეები კოლიოს, ანუ წანდილს ხარშავენ.

როგორ მოვამზადოთ კორკოტი

დაგჭირდებათ: ხორბალი 250 გრ. ქიშმიში 100 გრ. (სურვილისამებრ გარგარის ჩირი 100 გრ). ნიგოზი 100 გრ. თაფლი 100 გრ. შაქარი 100 გრ. კონიაკი 50 მლ.ლ.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მშრალი ან გაფუებული ხორბალი. გაფუებული ხორბლის შეძენის შემთხვევაში, მიაქციეთ ყურადღება, რომ ის არ იყოს ამჟავებული. თავის დაზღვევის მიზნით, გირჩევთ შეიძიოთ მშრალი ხორბალი. ამავდროულად, მშრალი ხორბლის შეძენის შემთხვევაში, თქვენ გეძლევათ საშუალება განსაზღვროთ მისი რეალური ზომა.

პირველ რიგში, ხორბალი გაარჩიეთ კარგად, გარეცხეთ და დადგით მოსახარშად. ამასობაში გარეცხეთ ქიშმიში, ოდნავ მოხრაკეთ ნიგოზი და გაატარეთ ის ხორცის საკეპი მანქანის მსხვილ ბადეში. შეგიძლიათ დანაყოთ ან დაჭრათ ნიგოზი.
 დუღილის პროცესის ბოლოსკენ დაამატეთ ხორბალს ქიშმიში, კონიაკი და შაქარი. წყლის დაშრობისთანავე, დაამატეთ კორკოტს წვრილად დაჭრილი გარგლის ჩირი, თაფლი და კარგად მოურიეთ. კორკოტში შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლი ან ატამი. კორკოტს ხილი უნდა დაამატოთ ცივ მდგომარეობაში.

შენიშვნა: თუ წყალი დაშრა და ხორბალი არაა მოხარშული, დაამატეთ გადადუღებული წყალი


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ასე მგონია, ჩემთვის გაჩნდი...“ - შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული დაბადების დღე და კადრები კომოს ტბიდან
ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - მოძღვრის მოსაზრება
9 ნათესავი, რომლებსაც 50 წლის შემდეგ უნდა მოერიდოთ
„სრულიად საქართველოს ეხება!“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ჩემი და აღარ მყავს...“ - 6 თვის ორსული გარდაიცვალა
"ქვაზე იჯდა და გაქრაო, ასე მითხრეს... ვინც მასთან ერთად იყო, ყველამ დამბლოკეს" - რას ჰყვება დედა, რომელიც 12 წლია, რაც ექსკურსიაზე, მოულოდნელად გაუჩინარებულ შვილს ეძებს
„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
რეკლამა