თოვლმა უკვე ნახევარ მეტრს მიაღწია - რა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში


image

ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვის შედეგად მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა დაახლოებით, 0,5 მეტრს მიაღწია, ხოლო დაბალ ზონაში 5-10 სანტიმეტრია.

ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა თოვლის საფარისგან გაწმენდილია, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სასოფლო გზები.

ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. გზებზე მოძრაობა შესაძლებელია ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში - მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

სტიქიას ებრძვიან კახეთში გუშინდელი ღამის შემდეგ - ძლიერმა ქარმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზიანა.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, მოგლეჯილია ხეები და აბონენტთა ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიყენებულ ზარალს კომისია შეისწავლის.

ძლიერმა ქარმა შიდა ქართლშიც შექმნა პრობლემები. მოგლეჯილია ხეები. ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებლებს და ადმინისტრაციულ შენობებს, მათ შორის ხაშურის სამუსიკო სკოლას. ვითარებას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

“სალიკვიდაციო სამუშაოები ყველა უწყების ჩართულობით მიმდინარეობს, როგორც ელექტროენერგიის აღდგენითი ისე ბუნებრივი აირის აღდგენითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების მხრიდან ზარალის დადგენა”, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა სიმონ გულედანმა.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
რა თანხას მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები ბონუსის სახით ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ?
ვიდეო: „ყველაზე ადვილი საქმეა წონის დაკლება… არც ხინკალი გაგასუქებთ, არც მწვადი და არც ელარჯი თუ ამას გაითვალისწინებთ…“ – არუნ ხათრი წონაში არ დაკლების მთავარი მიზეზის შესახებ
„ტკივილი არ ახასიათებს! ხველა კი ერთ-ერთი სიმპტომია დაავადებამდე...“ - პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე საზოგადოებას აფრთხილებს
ამ უბრალო დეტალმა ასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა - შესაძლოა მისთვის ყურადღება არც მიგიქცევიათ
„კვლავ დავქორწინდებოდი და 3 შვილსაც გავაჩენდი…“ – ჯორჯინა უზკატეგუი განქორწინების შემდეგ პირადზე ალაპარაკდა
5 მცენარე, რომელიც გველებს აფრთხობს
რეკლამა