„ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი" - ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს


image

ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დიაგნოზია ასაკოვან პაციენტებში და სამწუხაროდ, მისი ასაკი თანდათან ახალგაზრდავდება. ექიმი ირაკლი მიქაძე ამ პრობლემის რისკის მნიშვნელოვნად შემცირებისთვის პაციენტებს საინტერესო რჩევას უზიარებს:

"ტვინის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება მაქვს", - ძალიან ბევრ პაციენტს უთქვამს ეს ჩემთვის. ძალიან ბევრნი იქნებით, ვისაც ეს პრობლემა გაქვთ, თუმცა არ გაქვთ დიაგნისტირებული. ეს პრობლემა რეალურად არსებობს და ძალიან სერიოზულია, თუმცა არის ძალიან მარტივად აღმოჩენადი და დიაგნოსტირებადია სისხლძარღვების დუპლექს სკანირებით, ანუ ექოსკოპიით. ასე შეიძლება აღმოაჩინოთ, მისგან გამოწვეული რისკებისგან თავდაცვა და მათი მინიმალიზება შესაძლებელია. იშემიური ინსულტების ძალიან დიდი პროცენტი ზუსტად საძილე არტერიებში არსებული პრობლემებისგან მოდის. მხოლოდ დუპლექსსკანირებით შეგიძლიათ ძალიან დიდი პრობლემების თავიდან არიდება, წინასწარ მათი პრევენცირება და მათი მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით. წარმოგიდგენიათ, ეს რა მაგარია. არადა წლების წინ საპენსიო და უფრო ახალგაზრდა ასაკის ადამიანების დიდი ნაწილი გეტყოდათ, რომ სისხლძარღვების შევიწროვება აქვთ, მაგრამ რეალურად ეს დიაგნოსტირებული არ იყო. ამ ერთი კვლევით სიცოცხლის ხანგრძლივობა და მისი ხარისხი, შესაბამისი მოქმედებით, ბევრად უმჯობესდება. ამიტომ გაიკეთეთ ეს კვლევა, მისი არგაკეთებით გამოწვეული პრობლემები ბევრად უფრო ძვირი ჯდება, როგორც ფინანსურად, ისე ემოციურად," - ამბობს ირაკლი მიქაძე.

 


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
"ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს" - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე
"ასეთი ამბავია გლდანში, როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?" - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
“ცოცხლები არიან? ვინ მოგცათ მაგის უფლება, ნორმალურები ხართ?” – რა ხდება თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
რა ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში, რომლებსაც თბილისის მერია ავრცელებს?
„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ - ექიმის გაფრთხილება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
რეკლამა