„თვითმკურნალობა არ იძლევა შედეგს“ - ნევროლოგი ასახელებს 3 საკვებს, რომელიც თავის ტკივილს იწვევს


image

თავის ტკივილი 200-ზე მეტი დაავადების სიმპტომია. ზოგიერთი სახის თავის ტკივილი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, მაგალითად შაკიკი. ასე რომ, ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გარკვეულ გენებს, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში იწვევს თავის ტკივილის შეტევებს.


შაკიკი შეიძლება გამოიწვიოს წითელი ღვინის, შოკოლადის, ყველის მიღებამ, ასევე სტრესმა და სხვა მიზეზებმა.
თავის ტკივილი შეიძლება ასოცირებული იყოს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან, განსაკუთრებით ხერხემლის კისრის ნაწილთან. თუ ადამიანი არასწორად ზის, მოძრაობს ან მუშაობს არასწორ მდგომარეობაში, მაშინ კუნთები, პირველ რიგში, ხერხემლის კისრის ნაწილის კუნთებში ასიმეტრიულად დაძაბულია. ეს იწვევს თავის ტკივილს, რომელსაც ექიმები "ცერვიკოგენურს" უწოდებენ.


რეგულარული თავის ტკივილი მიუთითებს ორგანიზმში არსებულ პრობლემებზე. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მაღალი წნევით, ქრონიკული სტრესით და ძლიერი ემოციებით. ეს შესაძლოა გარე ფაქტორებითაც იყოს განპირობებული, მაგალითად, როდესაც ადამიანი ყოველდღიურად იმყოფება დამძიმებულ სამუშაო პირობებში და ასრულებს მძიმე, ხშირად ინტელექტუალურ სამუშაოს.


ნევროლოგების მიერ გამოყენებული გარკვეული დიაგნოსტიკური ალგორითმი ხელს შეუწყობს საშიში სიმპტომების იდენტიფიცირებას.


ნებისმიერი მუდმივი თავის ტკივილისას უნდა მიმართოთ სპეციალისტს. ზოგიერთი პაციენტი თვითმკურნალობს - ღებულობს ანალგეტიკებს. სათანადო მკურნალობის არარსებობის გამო ავადმყოფებს უვითარდებათ დაავადება.

თუ თავის ტკივილი არ გაქრება ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს! ეს ის შემთხვევაა, როცა თვითმკურნალობა არ იძლევა სასურველ შედეგს.


ეს შეიძლება იყოს ორი მიზეზის გამო:


1. ტკივილგამაყუჩებელი სუსტია ამ ტიპის ტკივილისთვის.


2. პაციენტი უკვე მიეჩვია ანალგეტიკებს. ჭარბი გამოყენებისას თავის ტკივილი ჩნდება იმის გამო, რომ ადამიანი რეგულარულად იღებს ტკივილგამაყუჩებლებს და ამის გამო ხდება ანალგეტიკებზე დამოკიდებული. თავის ტკივილი აღინიშნება, როგორც კი სისხლში ანალგეტიკის კონცენტრაცია შემცირდება. დღეს უკვე დადასტურდა, რომ თავის ტკივილის მოთმინებას აზრი არ აქვს. ეს არის სხეულის გარკვეული პრობლემების სიგნალი.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ასე მგონია, ჩემთვის გაჩნდი...“ - შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული დაბადების დღე და კადრები კომოს ტბიდან
ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - მოძღვრის მოსაზრება
9 ნათესავი, რომლებსაც 50 წლის შემდეგ უნდა მოერიდოთ
„სრულიად საქართველოს ეხება!“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ჩემი და აღარ მყავს...“ - 6 თვის ორსული გარდაიცვალა
"ქვაზე იჯდა და გაქრაო, ასე მითხრეს... ვინც მასთან ერთად იყო, ყველამ დამბლოკეს" - რას ჰყვება დედა, რომელიც 12 წლია, რაც ექსკურსიაზე, მოულოდნელად გაუჩინარებულ შვილს ეძებს
„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
რეკლამა