ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის იანვარში დიდი გამარჯვება და წარმატება ელოდება


image

 როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლებისათვის იანვარი განსაკუთრებით პერსპექტიული თვე იქნება. 2026 წლის დასაწყისში მათ ექნებათ შესაძლებლობა, იღბალი, წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდონ:

კურო
თვის დასაწყისიდანვე შესაძლოა, ჰორიზონტების გაფართოების განსაკუთრებული სურვილი იგრძნოთ. 2026 წლის პირველი თვე გიბიძგებთ, გასცდეთ არსებულ საზღვრებს, მიიღოთ ახალი ცოდნა, დაეუფლოთ განსხვავებულ უნარებს და დაგეგმოთ მოგზაურობა. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურობას აფასებთ და კომფორტის ზონიდან გასვლა არ გიყვართ, 2026 წლის იანვარი ყველა შანსს გაძლევთ, რომ იმ ცვლილებებისკენ, რომლებზეც სულ ოცნებობდით, პირველი ნაბიჯები გადადგათ და მიზნების განხორციელება დაიწყოთ.

 თხის რქა
თქვენი სეზონი გრძელდება, მაგრამ იანვარი თვითრეალიზაციის კიდევ უფრო ძლიერ იმპულსს იძლევა. თვის პირველი რამდენიმე დღის შემდეგ, მზე, ვენერა, მარსი და მერკური თქვენს პირველ სახლში იქნება, რაც თავდაჯერებულობის გაზრდასა და მოტივაციის ამაღლებას განაპირობებს. შინაგან მზაობას იგრძნობთ, რომ დაიწყოთ იმ პროექტების განხორციელება, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ. ახლა გაქვთ შანსი, მოიპოვოთ აღიარება, დაწინაურდეთ და დიდ წარმატებას მიაღწიოთ.

მერწყული

თვის პირველი ნახევარი შესაძლოა, ნელი და მოსაწყენი მოგეჩვენოთ, მაგრამ 2026 წლის იანვრის მეორე ნახევარი არაერთ წარმატებას გიმზადებთ. პირველ რიგში, ეს შინაგანი ჰარმონიის აღდგენის პერიოდი იქნება. 17 იანვრის შემდეგ პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში შედის, 19 იანვარს კი მზე. ეს არის პერიოდი, როდესაც მომატებულ თავდაჯერებულობას იგრძნობთ, მარტივად შეძლებთ მოლაპარაკებებს, ურთიერთობების დალაგებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.


თევზები

თქვენს მეთერთმეტე სახლში მყოფი პლანეტები კუთვნილებისა და გუნდური მუშაობის საჭიროებას ააქტიურებენ. სწორედ მოკავშირეების, კოლეგებისა და საზოგადოების მეშვეობით მიიღებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც სხვადასხვა საქმეში აუცილებლად გამოგადგებათ. სატურნისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტები წინსვლაში ხელს შეგიწყობთ. 15-დან 20 იანვრამდე პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია. თუ გრძელვადიანი პროექტების განხორციელებას აპირებთ ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, აღნიშნული პერიოდისთვის დაგეგმეთ.


წყარო: beaumonde.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
„ასე მგონია, ჩემთვის გაჩნდი...“ - შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული დაბადების დღე და კადრები კომოს ტბიდან
ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - მოძღვრის მოსაზრება
9 ნათესავი, რომლებსაც 50 წლის შემდეგ უნდა მოერიდოთ
„სრულიად საქართველოს ეხება!“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ჩემი და აღარ მყავს...“ - 6 თვის ორსული გარდაიცვალა
"ქვაზე იჯდა და გაქრაო, ასე მითხრეს... ვინც მასთან ერთად იყო, ყველამ დამბლოკეს" - რას ჰყვება დედა, რომელიც 12 წლია, რაც ექსკურსიაზე, მოულოდნელად გაუჩინარებულ შვილს ეძებს
„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
რეკლამა