რომელი კერძები უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე, რათა ცხენის წელი იღბლიანი იყოს


image

რა თქმა უნდა, ცეცხლოვანი ცხენი, რომელსაც ძალიან უყვარს გემრიელად მირთმევა, მთელი წელი უნდა გაანებივროთ, თუმცა განსაკუთრებით უხვად სადღესასწაულო ვახშამზე უნდა გაუმასპინძლდეთ. არ ღირს ორიგინალური, ეგზოტიკური კერძების მომზადება, რადგან ამგვარი მენიუთი ნამდვილად ვერ შეძლებთ წლის მმართველის მოხიბვლას, უმჯობესია მისთვის ჩვეული პროდუქტი შესთავაზოთ ელეგანტური და აკურატული სერვირებით. 

მართალია, ცხენი ბალახისმჭამელი ცხოველია, მაგრამ არაა აუცილებელი სადღესასწაულო მენიუს მკაცრად ვეგეტარიანული წესით შედგენა. უმჯობესია აქცენტი მსუბუქ საკვებზე, ქორფა ბოსტნეულზე, მარცვლოვან კულტურებსა და სეზონურ პროდუქტზე გააკეთოთ. მოერიდეთ ზღვის პროდუქტს და ზედმეტი ორიგინალობის გარეშე იზრუნეთ ცხელ კერძებზე, ალკოჰოლური სასმელიდან კი, უპირატესობა ღვინოს მიანიჭეთ.

იდეალური მენიუ ცეცხლოვანი ცხენისთვის

შემწვარი გოგრის, ისპანახისა და ცხვრის ყველის სალათი – მსუბუქი კერძია და მოსავლიანობას განასახიერებს. ქორფა კიტრის, მწვანილისა და სეზამის (ქუნჯუთის) სალათი კი  – ცხენის “ხრამუნა” ენერგიას სიმბოლიზირებს, ისე როგორც შამფურზე ან გრილზე შემწვარი ბოსტნეული – სტაფილო, წიწაკა, კარტოფილი და ბატატი (ტკბილი კარტოფილი). 

ტარხუნითა და ლიმონით შემწვარი ქათამი – მარტივად მოსამზადებელი კერძია და ძალიან უხდება ოჯახურ გარემოს, სუნელებით შეკმაზული ორაგული, ქათმის ღვიძლის პაშტეტი და ინდაურის ლაბა კი – უგემრიელესი საკვებია მინიმალური კალორიებითა და მაქსიმალური სარგებლით. არ დაივიწყოთ არც საშუალოდ შემწვარი როსტბიფი, რომელიც უნივერსალური, საკმაოდ მსუბუქი კერძია და ნებისმიერ დღესასწაულს ერგება.

საახალწლო მენიუს დესერტიც მარტივი, თუმცა არომატული უხდება, ამიტომ ტრადიციულ გოზინაყთან და ციტრუსთან ერთად, შეგიძლიათ შვრიის და ვაშლის ორცხობილა დარიჩინით ან თაფლაკვერი და თაფლის ნამცხვარი მოამზადოთ, რომელიც წარმატებას, ბარაქას და ზამთრის მყუდროებას განასახიერებს.





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
"ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია" - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე?
რა თქვა მეუფე ისაიამ ჟურნალისტებთან ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ?
ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზვავსაშიშროება - ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რომელ რიცხვში დაბადებული ადამიანები იღებენ თვალს უმეტესად
მიცვალებულთა მოხსენიების დღეები აპრილსა და მაისში
ვინ არის და რას საქმიანობს პატრიარქ შიოს ერთადერთი და ?
,,წვიმა ელჭექით, სეტყვა…” - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ამ კვირის ფავორიტად ითვლება
რამდენია სოფო ნიჟარაძის შემოსავალი – რა გაამხილა მომღერალმა ?
„ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი" - ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რეკლამა