"მე და ჩემს მეუღლეს საერთო ბარათი გვაქვს, ორწელიწად-ნახევარში მილიონ-ნახევარი ლარი გამოვიმუშავე" - მეგი ვიბლიანის გულახდილი ინტერვიუ


image

მოდელმა მეგი ვიბლიანმა ჟურნალ "სარკესთან" მის მიერ განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა და გულახდილად მოჰყვა როგორ მოხვდა დევნილთა საერთო საცხოვრებლიდან ჯერ პოდიუმზე, ხოლო შემდეგ ჩინეთში სადაც ოჯახი შექმნა.

  
- ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი და დევნილთა საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. ხუთი და-ძმა ვართ ოჯახში და ყველაზე უფროსი მე ვარ. და-ძმა ჩემი გაზრდილია. დედას ყოველთვის ვეხმარეოდი, 17 წლიდან ვმუშაობ. 
ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტი გამოვსულიყავი და საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე. ბაბუამ წინასწარ გამოიტანა პენსია და სწავლის საფასურის ნაწილი გადამიხადა. მხოლოდ ერთი სემესტრი ვისწავლე, მერე სწავლის ფული რომ აღარ გვქონდა თავი დავანებე. შემდეგ გერმანული ენის შესწავლა დავიწყე და გერმანიაში სამუშაოდ წავედი. ძიძად ვმუშაობდი და 3 ბავშვს ვუვლიდი. 9 თვე ვიცხოვრე იქ. საქართველოში როცა ჩამოვედი ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, ჩინეთში გასაგზავნად მოდელებს არჩევდნენ, მითხრეს ჩინეთში თუ წავიდოდი სამუშაოდ, იქ უფრო მეტი ანაზღაურება მექნებოდა. ასე მოვხვდი ჩინეთში და ორ წელიწადში ჩემი მომავალი მეუღლე ზაკი გავიცანი. ჩინეთში ორ წელიწადში ძალიან ცნობილი გავხდი და ჩემი მეუღლეც ძალიან მეხმარება. 


- რას საქმიანობს თქვენი ქმარი?

- ბიზნესმენია, სამი საკუთარი ბარი აქვს. მისი ფინანსების შესახებ თავიდან არაფერი ვიცოდი. გაჭირვებული ოჯახიდან ვარ, მაგრამ არასდროს არაფერი გამკვირვებია. ორწელიწადნახევარში მილიონნახევარი ლარი გამოვიმუშავე, უცხოელებმა რობოტი შემარქვეს იმდენს ვმუშაობდი. მე და ჩემს მეუღლეს საერთო ბარათი გვაქვს, ჩემი თანხები მასთან მიდის. არც კი დამითვლია სად რა იხარჯება. 


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
„ნუ ატეხავთ პანიკას, იმოქმედეთ მშვიდად...“ - პედიატრის მიმართვა მშობლებს
„ტკივილი არ ახასიათებს! ხველა კი ერთ-ერთი სიმპტომია დაავადებამდე...“ - პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე საზოგადოებას აფრთხილებს
"მარ­ნე­უ­ლის ცენ­ტრში ახალ­გაზ­რდა ბიჭს ყელი გა­მო­ჭ­რეს" - ვრცლედება მძიმე კადრები ადგილიდან
"ეს არაკაცი ..." - როგორ ეხმაურება თამარ ივერი ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს?
1 აპრილიდან ახალი რეგულაცია შედის ძალაში - დეტალები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის - ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
რა მაგარია გილოცავთ ! ანრი ჯოხაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
არ გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ექსპერტის რჩევა
“ძილშიც კი დაიკლებთ წონაში… ეს რეცეპტი მათთვის არის, ვინც ვერ ვარჯიშობს! 15 დღეში გექნებათ შედეგი”- არუნ ხათრის რჩევა
რას ჰყვება ზურა შევარდნაძის მეზობელი? - "მსგავსი ისტორია გადახდა ჩემს ოჯახს, თავისი სურვილით დედას შესთავაზა ერთად წამოეწყოთ ეს საქმე"
რეკლამა