ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს


image

„გამოკვლევების მოცულობას წყვეტს ექიმი, რომ ის უნდა იყოს ეკონომიური, ყველამ არ უნდა გადაიღოს თავის ტვინი და მით უმეტეს ხერხემალი", - ამის შესახებ გადაცემაში "ახალი დღე" ნევროლოგმა, გოგიტა გეგელაშვილმა განაცხადა. 

ექიმი ამბობს, რომ ხერხემლის ტომოგრაფიას ათიდან ცხრა ადამიანი იღებს. ნევროლოგი დეტალურად განმარტავს, რომ პაციენტებისთვის გამოკვლევების გეგმა დგება მხოლოდ საჭიროებისა და კლინიკური სურათის მიხედვით:

„გამოკვლევების მოცულობას წყვეტს ექიმი, რომ ის უნდა იყოს ეკონომიური. ყველამ არ უნდა გადაიღოს თავის ტვინი და მით უმეტეს ხერხემალი. ხერხემალს ათიდან ცხრა იღებს აბსოლუტურად საზიანოდ თავის თავისთვის იმიტომ, რომ აპრიორი ყველას აქვს წანაზარდი, ამიტომ იმის გაგება, იწვევს ადამიანის გონებრივი აზროვნების დაკნინებას.

რაც შეეხება თავის გადაღებას, ერთხელ ნებისმიერ ექიმს თუ დაებადა იდეა, უნდა გადაიღოთ, თან დასხივებაც რომ არ იძლევა ის მეთოდი, მაგრამ საყოველთაოდ, რომ ყველამ უნდა გადავიღოთ და იქ მერე რაღაც პატარა გლიოზური კერებია, რომლებიც არაფერს არ ნიშნავს… ანუ შესაბამისად გამოკვლევის გეგმა დგება საჭიროების მიხედვით, კლინიკური სურათის მიხედვით.

არის აუცილებელი გამოკვლევები წელიწადში ერთხელ გასაკეთებელი, ასევე არის გაფართოებული გამოკვლევები, მაგრამ არის ექიმის ალღო, რომელიც ხვდება, რომ მეხსიერება დანისლული კი არ აქვს, არამედ აქვს გადაღლილი, კონცენტრირების უნარი აქვს შემცირებული, იმიტომ რომ ბევრ რამეზე ფიქრობს, კეისრობა უნდა ყველას…

არსებობს ჩრდილში მყოფი მდგომარეობები. მაგალითად კოვიდ ინფექციის შემდეგ ტვინის ნისლი წამოვიდა ძალიან ფართოდ ლიტერატურაში, რატომ?- კოვიდი იმუნო ზემოქმედებით აზიანებს ტვინს, მაგრამ კოვიდისგან უფრო მეტი ზიანდება ფსიქოლოგიურად, რადგან ორი წელიწადი დისტრესის მდგომარეობაში იყო…“, – ამბობს გოგიტა გეგელაშვილი.


წყარო: primetime.ge





ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen
პოპულალური
„ნუ ატეხავთ პანიკას, იმოქმედეთ მშვიდად...“ - პედიატრის მიმართვა მშობლებს
„ტკივილი არ ახასიათებს! ხველა კი ერთ-ერთი სიმპტომია დაავადებამდე...“ - პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე საზოგადოებას აფრთხილებს
"მარ­ნე­უ­ლის ცენ­ტრში ახალ­გაზ­რდა ბიჭს ყელი გა­მო­ჭ­რეს" - ვრცლედება მძიმე კადრები ადგილიდან
"ეს არაკაცი ..." - როგორ ეხმაურება თამარ ივერი ზურა შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს?
1 აპრილიდან ახალი რეგულაცია შედის ძალაში - დეტალები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის - ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
რა მაგარია გილოცავთ ! ანრი ჯოხაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
არ გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ექსპერტის რჩევა
“ძილშიც კი დაიკლებთ წონაში… ეს რეცეპტი მათთვის არის, ვინც ვერ ვარჯიშობს! 15 დღეში გექნებათ შედეგი”- არუნ ხათრის რჩევა
რას ჰყვება ზურა შევარდნაძის მეზობელი? - "მსგავსი ისტორია გადახდა ჩემს ოჯახს, თავისი სურვილით დედას შესთავაზა ერთად წამოეწყოთ ეს საქმე"
რეკლამა