"დამატებით ბრალს რაც შეეხება, მამა ვარ და სანამ სული მიდგას ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ! - ჩემი შვილი სპორტსმენი იყო, წამყვანი ფეხბურთელი, სწავლის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებდა, ახლა პროკურატურა ცდილობს, სახელი გაუტეხოს", - ამის შესახებ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ალექსანდრე გაბაშვილის მამამ განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული პირებისთვის, ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა.