"არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი" - გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის
მისი თქმით, უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩავლენ.
"დიდხანს ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, მეც უშუალოდ ჩავსულიყავი იქ, სადაც ახლა ძალიან სჭირდებათ ჩვენი, მათ შორის ექიმების დახმარება. უკრაინაში ძალიან ბევრი ქართველი ექიმი ჩავიდა და მეც მინდა, რომ ამ გუნდს შევუერთდე... ჩვენ თავის დროზე, როცა გვიჭირდა, უკრაინელი ხალხი გვერდში დაგვიდგა, არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი და მხოლოდ ვიდეომიმართვით გამომეხატა ჩემი თანადგომა. ჩვენ შეგვიძლია იქაურ ხალხს სამედიცინო კუთხით დავეხმაროთ", - აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა, 5 მილიონზე მეტი კი ლტოლვილად იქცა.
წყარო: tia.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (48)